↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს როდის იყო

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4458 ნახვა

—
ეს როდის იყო, ნეტავი როდის.მგონი ვიყავი ათი წლის ბავშვი,როცა ტრფიალი პირველად მოდისდა ცნაურდება ქვეყანა თავში.ის ლურჯი კაბით გამოდიოდა,როგორც ეთერში კვირული მთვარე.იმის თვალებში თითქოს ღვიოდაარაბთა ცეცხლი, უდაბნო მხარემას დაუძახეს ,,ლეილა“ გზაში.შედგა, ღიმილი ნელა დაღვარა.დღეს აღარ მახსოვს, ადრიან წვაში -მე ბავშვს, ის ბავშვი, ვინ შემაყვარა!ღამით ამბობდა ცრემლების მძივი:ნეტავ დად მყავდეს, ანდა დობილად.არ იქნებოდა ესოდენ მძიმე,ჩვენი შეხვედრა თვალგანდობილად.ეს როდის იყო, ნეტავი როდის.ათი წლის ბავშვი მე თუ ვიყავი.მას აქეთ ჩემთან ქალწული მოდის:ჩემი დამხრჩობი და გამრიყავი!
1918

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი