↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქორწილი

კალანდია გენო

2002-07-121 წთ საკითხავი1437 ნახვა

—
გაზაფხული ამოსულა მთაში, –მთვარის მერვედ მოვანების შაბათს,იაგუნდი გიხდებოდათ თმაში,გიხდებოდათ შინდისფერი კაბა.იშლებოდა საქორწილო სუფრა,ზიმზიმებდა მეფიონის დოლი,მოჰყვებოდა ახალგაზრდა სტუმარსბევრად უფრო ახალგაზრდა ცოლი.როგორც თევზი მებადურის ბადეს,როგორც ფური აცურებულ ბოგირს,ცალი თვალით უყურებდა მდადემთვარის ჩქერით განათებულ ლოგინს.ვარდის კვირას თხოვდებოდა ყვავი,მეცხრე ცოლად მიჰყვებოდა ძერას,ვით სამოთხის თვალჟუჟუნა ყვავილსმაყრიონი გიყურებდა ცერად.
კალანდია გენო

კალანდია გენო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი