↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის ფილოსოფია

კალანდია გენო

2002-07-121 წთ საკითხავი1436 ნახვა

—
ცა, გამომშრალა აგვისტოს ხვატით,ოქრო და ვერცხლი უნთია მნათობს,თქვენ, მოხიბლული ზღვის ანდამატით,ხვალ უსათუოდ ეწვევით ათონს.მე, გათანგული ბედის თამაშით,საწამლავივით ავიღებ გრანელს,მე ცოდვილი ვარ, როგორც თარაში,მე უკვე ზუგდიდს მივდივარ მალე.თქვენ სამოთხისას მიჰყვებით ველობს,მე ჯოჯოხეთის მოველი წვიმებს,ღალატისათვის თუ დამსჯი, ღმერთო,სიყვარულისთვის ნუ დასჯი ვინმეს.
კალანდია გენო

კალანდია გენო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი