პოეზია · ლირიკა
თუ ღირდა რამედ
ვარდები ჩინჩხლებს მაფრქვევდნენ ბაღით(ძველია თემა ბაღი და ვარდი)დაზამთრდა უკვე, დაზამთრდა – ბარდნის,თვლემს ხალიჩაზე ბუხართან ძაღლი.ბაღს ქალის თმების აწვიმდა თქორი,ბაღს ქალის თმების სურნელი ახლდა.წავიდა მერე და მალე ბოღმაცჩამოიკაწრა სხეული თოვლით.მქონდა ცხოვრება მარტივიც, რთულიც(რა ვუყო მაინც თუ მისი ტყვე ვარ!)მაკმარეთ ქართა კუდების რტყმევაგულზე, _ ნაგვემი ვის მივცე გული!თუ ღირდა ნეტა წამება რამედ –სალ კლდეებს უქმად ნატყორცნი ნაღმი,გაღმა გასული ხელს მიქნევს დაღლილსწარსული –ჩემი ფერადი ღამე.