პოეზია · ლირიკა
გამომაღვიძე
გამომაღვიძე, როცა მთვარიანღამით სიზმრები მკლავებს მომხვევენ,როცა არავინ არ გიხარია,არც ნაცნობი და არც ახლობელი.როცა მარტო ხართ შენ და კედლები,ჭერზე ჭაღი და ძირს ტყავი დათვის,როცა გგონია, თითქოს ბერდებიდა ამის გამო გთმობენ ან დაგთმეს,და როცა ღამეს ხელში უჭირავსთეთრ ზამბახივით - შენი სხეული,როცა არავის მოაქვს ქუჩიდანშენთვის სიმღერა ფეხარეული.გამომაღვიძე, თბილი სიზმრიდანამომიყვანე , როგორც აკვნიდან,ამომიყვანე, როგორც ნისლიდან,ან როგორც ჩვილი რძიან აპრილთანგამოჰყავთ , ნუღარ დამერიდები,გულში კვლავ ძველი ვნების ნაღმი ძევს...გამომაღვიძე , თუ მოგინდები,თუ მოგწყურდები - გამომაღვიძე!