პოეზია · ლირიკა
სიზმარი
ხიდები დავწვი, მომეძალა ანაქრონიზმი...ახდა სიზმარი - ნისლიანი კენტერბერია.ახლა გამშრალი ნიჟარების ჩურჩულს რომ ვისმენ,ესეც ბევრია...აქ ზღვა წააგავს მხატვრის ტილოს, ნახევრად წაშლილს,ლივლივებს მთვარე - დაქცეული აპერიტივი.ერთ დროს მე ქვიშის მარცვალივით შენს გულში ჩავრჩი,რომ მერე ყელზე დაგებნიე მარგალიტივით.