პოეზია · ლირიკა
ყაზბეგის ქუჩა №14
და იყო სახლი, იყო მაგიდა,იყო თოვლივით ქათქათა სუფრა.და აღარასდროს აღარ წავიდადღესასწაული მოსული სტუმრად.არ დარჩენილა არავინ უბრადდა გამოებნენ მაგიდას თოკით.და იყო დედა _ ქათქათა სუფრადა იყო მამა _ სუფრაზე დოქი.იყო სახელიც... და უსახელოც,როგორც სჩვევია ხალხმრავალ ბაქანს,და იყო დედა _ თეთრი საყელოდა იყო მამა _ პერანგზე ლაქა.დგებოდა დილაღამის ნარჩენით,ისმოდა ლურჯი მონასტრის ზარი,დედა _ გახსნილი ფართოდ ფანჯრები,მამა _ ოთახში ორპირი ქარი.და მერე, როცა ღრუბლიან სამანსმიუახლოვდა სნეული სევდა,კედელზე გაჩნდა ღიმილი _ მამა,ღიმილთან ცვილის სანთელი _ დედა.და იყო სახლი.