↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნამცვრევი

გრიშაშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი3404 ნახვა

—
ჩამოვიბერტყე წლები ქეჩოდან,ისევ მონა ვარ ძველი კოცნისა,გიხილე და ვთქვი: "ო, რას მერჩოდა?"და ხელმეორედ გავხდი ოცისა.
მთვარე ხარ - გიყვარს ცად მოვანება,თავთუხის ძნა ხარ გაულეწელი,გნახე და მყისვე ჩემს წლოვანებასჩამოეწერა ორმოცი წელი.
რად მომივლინა ზეცამ სასჯელი?ახალი ეშხი რად მაგრძნობინა?რად დამიშაქრდა ფიქრი მტანჯველიდა ყვავილებით ამევსო ბინა?
ასეთიაო, მგოსნების ბედი,მათი ეკალიც ჰყვავის ვარდებად.მაშ, ნუღარ ამბობთ: "სოსო დაბერდი"!და აღარავინ შემიყვარდება!..
მე ჩემს იღბალთან კიდევ მსურს შეხლა,აკაკის ლექსი წინ მიდგას მცველად:"თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ეხლადა ვყოფილიყავ მოხუცი ძველად!"
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი