↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სირენა

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3034 ნახვა

—
ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას"
"სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა
გაღარიბებული და გაუფასურებული!"
სიუზან სონტაგი
ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.ქალის ყვირილზე ის ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში.შეშფოთებული და ბედნიერი, რომ შეუძლია გადაარჩინოს.კეიტ ბუში, სოფი, ბ. ჰავკინსი, ტორი ამოსი.მეოცნებე მუშა დაიღუპა ჭუჭყიან ზღვაში - ღამესავით ბნელ წყალში.იახტიდან გადმოვარდნილი ქალი კი, როგორც ყოველთვის,უკანასკნელ გადამწყვეტ წამს გადაარჩინა იახტის მფლობელმაპოლიტექნიკურმა პრინცმა -და მათმა ერთბაშად დამშვიდებულმა იახტამ გააგრძელა სრიალიბნელი წყლის ზედაპირზე.მრავალფეროვნად მოციმციმე ნაპირის ილუმინაციათა შესახვედრად.გარდაცვლილი მუშისთვის ღამის ზღვაბავშვობისდროინდელ მუდამ სველ საწოლად იქცა.

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი