↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რევოლუციონურ მინდვრების შესახებ

ჩიქოვანი სიმონ

2026-07-181 წთ საკითხავი4918 ნახვა

—
შავი ნაბდებით, ცხენის ხაზებით,ძმა ყაზახები:ისროდნენ ველებს, ისროდნენდონს... და ვოლგის ნაპირებს...და ურალები გაჭინთული პარალელიგრძელ ყაზარმების,იყო მახნოელთ გადამყოფი როგორცბოგირი.ისლების მინდვრებს, გაყვითლებულს ჩალის შრიფტივით...ადგენ სოფლები. მარხილებიბამბის გლეხების.მოწყდა ციმბირი, ტივებივითგაყვა მახნოებსდა რქის მოზვრებით ის გაიქცაროგორც ბეღელი.და ნაკვალევზე გარბენილი,ცხენებთ ტორებით...მეკობრეებსაც აგონდებათგაქცეული შორი რაზინი.რამდენი ზეცა გადაყლაპა დონმა უკბილომ,რამდენი გემი მან დაღუპა გლეხის როზგივით.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი