↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამი ლიმონი

წიკლაური მარიამ

2011-08-121 წთ საკითხავი2751 ნახვა

—
სამი ლიმონი დევს მაგიდაზე,სამადსამი სავსე ლიმონი,ყვითლად მღუარი.კანზე გულიდან გამოსულისხივიანი ცვარი უბრწყინავთ,მწვანე ჭიპებით მიულურსმავთ ბაღების ხსოვნა.იქვე ზაფრანა,რამდენიმე კარალიოკი.თვალებს მოჭუტავს ამ სინათლეზეოთხი დღის ჩვილიც...ირგვლივ მინდვრები გადაჭიმულა სიჩუმისა.არადა, ზოგჯერ,ერთი ღერი ხმელი ბალახიც საკმარისია,ალაპარაკდე.არც სინათლეა ამდენი და არც სიხარული,მაგრამ ჟამია ხოლმე ასეთი,სიტყვა მოდგება, მოქუჩდება,აიკეცავს მინდვრის ბოლოებსთავი მარანი გგონია დაჭრიალ-ჭრიალით ხსნი ქუთუთოებს,რომ დაიხვავო კუთხეებშირასაც შენად დაიგულებ.სიჩუმე კი,მთელი სოფელი თითქოს მაგას ამუნათებდეს,აქ რა გინდაო,თვალებს გარიდებს ცოდვიანივით.არც შენ გცალია, დაამშვიდო,გავიწყდება ერთგულება მისი ასეთ დროს,ცეცხლის ენებზე შეკიდული ჭანასავით გამურული,სულ შინ მყოფი,სულ მომლოდინე,ჭერს შემდგარი დედაბოძივითსანდო სიჩუმე _სიტყვის აკვანი.

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი