↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ რომ არა

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1329 ნახვა

—
შენ რომ არა,ამ ძველ ოდას, ამ მუხლმაგარ ყორესნიაღვარი წაიღებს და ქარი წაიყოლებს.შენი სათნო არსებობა იმ სიხარულს ბადებს,ვარდებად და ენძელებადრომ შობს ეკალ-ბარდებს.შენ რომ არა,ვინ გაბედავს მოსვლას ჩემდა შველად,ვინ შედგება მკაცრ მგზავრობადგზებზე ფეხშიშველა,ვინ დაიდენს მერე ღაწვზეცრემლს მანამდე უღვრელს,ვინ დამაფენს მხურვალ შუბლზეგაავდრებულ ღრუბელს;მაგრამ ვიდრე მომწყინდებამზის ამოსვლის ცქერა,ვიდრე ძარღვში არ შემწყდარასისხლის მიმოქცევა,ვიდრე ბედი წამიკითხავს იმქვეყნიურ იგავს,ვიდრე ძვლები მოძრაობს დაპირში სული მიდგას,ვიდრე ისევ ცას ვუცქერ თუ გზებს მივყვები ქვიანს,ამ ყველაფერს, უსათუოდ, სიყვარული ჰქვია.
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი