↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უადრესატოდ

ჩხეტიანი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი4956 ნახვა

—
ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?და არც იმაზე გიფიქრია,სად ვიყავი, რომელ კუნძულზე?ერთხელაც არ გიხსენებივარ.ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილსადრესატი, ქუჩა, ქალაქი...
შენი სიტყვები კი ამ ხნის მანძილზემაინც მდიოდნენ და აღწევდნენ ჩემამდე.სიტყვები, შენ რომ აგზავნიდი -უსახელოდ, უმისამართოდ...ნაწილ-ნაწილ, ანდა ერთბაშად;დროულად, ან დაგვიანებითმოდიოდნენ სიტყვები ჩემამდე,-მაკვირვებდნენ, მახარებდნენ, კიდეც მათბობდნენდა მჯეროდა - ვიღაცას ვუყვარდი!..
ალბათ ძალიან მსურდა ჩემთვის მე ის სიტყვები;ალბათ ძალიან მინდოდა, რომ გამხარებოდადა ის სითბოც მჭირდებოდა, როგორც ჰაერი,და ამ დიდი სურვილის ძალითვიზიდავდი მე იმ სიტყვებს,იმ სიხარულს და იმ სითბოსაც.ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილსარც სახელი, არც მისამართი.
...და მე ვფიქრობ უნებლიე დანაშაულზე,რომ ის სიტყვები,იქნებ სულაც სხვისთვის იყო გამოგზავნილი? -უსახელოდ, უმისამართოდ;სხვისთვის იყო... მივიტაცე და მივითვისე,და სხვას წავართვი ის სითბო და ის გაოცება...
უხერხულობას ვგრძნობ და თითქოს მრცხვენია კიდეც.მრცხვენია, მაგრამ თავსაც ვიმართლებ:რომ ის სიტყვები - უსახელო, უმისამართო -ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მსურდა,უფრო მეტად მე მჭირდებოდა...
ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მიყვარდი!..
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი