პოეზია · ლირიკა
ჩიტების შელოცვა
სინათლის ღერებით ნაშენი ბუდე ვარ,სიცოცხლის ტოტებში ღამის ხმა მარწევდა.ჩიტების რეტდასხმულ ჟივჟივით ავსილი,ისე ვარ, ცა როა ვარსკვლავით ნაწერი.თენება სისხლია, ტანში ჩამიდგება,გაბორჯავს სევდისგან მომთვარულ ყვავილებს.სულის ჟრუნ სიხარულს – საცისკრე მოსავალს –გალობის ჟრუანტელს – არასდროს დამილევს.ბზარები ნაჭუჭზე ჩემი სიზმრებია,ირაო ეზრდებათ ნაკრტენის ღინღლიდან.სიჩუმე ვაბარტყე, სიკვდილის გრილ ჩეროსხმა _ ფრთებად გაშლილი, აჩქამებს ღიღინით.ჩიტების მომკილი ხვავი მაქვს, მადროვე,დგას ჩემი ღამის ხე სინათლის ყანაში,გვირილებს სითეთრე აუდით ტანიდან,მაცალე, მაცალე სიცოცხლის თამაში!ნეტა მერამდენედ ვთენდებით, უფალო,მზის ქნარს რომ ჩამოკრავს სულის ფრთა, ნაღამი,მომფინეთ სამყაროს – ფერფლი სიხარულის,გათენებასავით ჩვილი და ახალი.ვყვავილობ, ვმწიფარობ საცისკრე ალიონს,შენსავით, არც მე მსურს დალევა, ნათელო,ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, განთიადს,იქნება, დღე-ღამე დღეს მაინც გამთელდეს.ვინ იცის, ვინ იცის, მეორედ მოსვლამდეარც ისე შორია. . . ვკითხოთ განთიადებს.ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, სამყაროს,ღმერთო, სიყვარულშიც ეგებ გავმთლიანდეთ.ან იქნებ არც არის საშველი?! ომია _სულის ფრთის რომ მესმის _ პირველი შეკრთომა.რადა ჰგავს სისხამზე ჟივჟივი ჩიტებისსიყვარულს, რომელიც არაფრით გეთმობა.