↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 110 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2012-08-121 წთ საკითხავი21584 ნახვა

—
ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები,ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი,ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებითდა ძველი გრძნობა ახალ ტრფობით შევურაცხვყავი.ჭეშმარიტება არ მიყვარდა შმაგბუნებიანს,ჭეშმარიტება არ მინდოდა ნათლად მენახა,მაგრამ გულის ისევ სიჭაბუკე დაბრუნებიადა უკვე ვიცი, ჩემი სატრფო მხოლოდ შენა ხარ.უკვე დასრულდა ჩემი გზები სახეტიალო,აღარ დავეძებ ტრფიალებას გაუთავებლად,ვერას დამაკლებ, ცთუნებათა მახევ, ტიალო,რადგან ვიპოვე სიყვარულის წმინდა ღვთაება.კარგო, შენი ვარ, შეისმინე ჩემი მუდარა,შენი ნათალი მკერდი მინდა ნავსაყუდარად.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი