↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 111 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
შეუბრალებელ უდროობად ქცევა დროისაჩემს ბედს მოჰკითხე!... მე მის ცოდვას რას მემართლები?!მისგან დევნილმა მე შენდობა ვპოვე ბრბოისადა მოვიარე წუთისოფლის ბნელი ხლართები.და რადგან ვითმენ ამდენ სირცხვილს, თავზედდატეხილს,რადგან, ვით მღებავს, მეც შემომრჩა ცოდვა ლაქებად...მიტომ გავედრებ ჩემს სიცოცხლეს სახელგატეხილს,რომ ბედისწერა მომიქციო ნანატრ განგებად!რომ შემიბრალო! – თუნდ გესლიანს მაღირსო წამალს,რომ განმიკურნო უიღბლობის სენი მზაკვარი,რომ ჩემთა ფიქრთა უნაპიროდ გადაშლილ ტრამალსკვლავაც დააჩნდეს ღვთაებრივი შენი გზა-კვალი!გთხოვ, მაპატიო... განმაშორო ძველი ცდუნებადა ეს იქნება ჩემთვის შვება და განკურნება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი