პოეზია · ლირიკა
ქვის სტუმარი
სცენა I
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი და ლ ე პ ო რ ე ლ ო
დ ო ნ ჟ უ ა ნ იაქ დაველოდოთ შეღამებას. მადრიდის კარებსმადლობა უფალს მოვაღწიეთ. კიდევ ცოტაც დანაცნობ ქუჩებში ძველებურად გავინავარდებ.პირს მოსასხამით მოვიბურავ, შუბლს თავსაბურავით,შენ როგორ ფიქრობ? ჩემი ცნობა გაუჭირდებათ.ლ ე პ ო რ ე ლ ორაღა თქმა უნდა! დონ ჟუანის ცნობა ძნელია,ათას კაცში ვერ გამოარჩევ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იშენ ხუმრობ,მაგრამვინ უნდა მიცნოს, შენი აზრით?ლ ე პ ო რ ე ლ ოვინ? პირველმავეღამის გუშაგმა, მემუსიკემ, თუ გინდა, მთვრალმა,სულაც, ჩვენმა ძმამ - თავგასულმა კაბალიერომ,მოსასხამის ქვეშ მხარიღლივ რომ ჰკიდია ხმალი.დ ო ნ ჟ უ ა ნ ირა მენაღვლება, დაე, მიცნონ, ღამეულ გზაზეოღონდ ჩვენს პატრონს - თვითონ მეფეს არ შევეფეთო.თუმცა მადრიდში მე არავის არ მეშინია.ლ ე პ ო რ ე ლ ოკარგად ბრძანეთ! მაგრამ ხვალვე იმის ყურამდემიაღწევს ხმა, რომ დონ ჟუანი თავისი ნებით,დაუკითხავად ჩამოვიდა ქალაქსო, - მაშინ,მითხარით, რა დღე დაგადგებათ, რას გიზამთ მეფე?დ ო ნ ჟ უ ა ნ იარაფერს. უკან გამაგზავნის და ეს იქნება.რა უნდა მიყოს უარესი! თავს არ მომკვეთენ,ეს ცხადია და ჭეშმარიტი. მე ხომ საქვეყნოდანაშაული არაფერი ჩამიდენია.ისევ ჩემდამი სიყვარულის გამო პატრონმაგანმიშორა მე, რომ მოკლულის ნათესაობასდა ოჯახს სისხლი არ აეღო. . .ლ ე პ ო რ ე ლ ოჰოდა, ის ჯობდაგანრიდებოდით მესისხლეთა შურისძიებას!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმონავ უბირო, აკი ნახე საკუთარ თვალით,მოწყენისაგან კინაღამ რომ ამომხდა სული!მაინც რა მკვდარი ქვეყანაა! ან რა ხალხია?ცა, - ცა რასა ჰგავს გაკვამლული? ქალები? არ,ანდალუზიის უკანასკნელ გლეხის გომბიოს -ჩემო ერთგულო ლეპორელო, შენ ეს იცოდე, -ყველა იქაურ მზეთუნახავს ვანაცვალებდი.ჯერ კი მხიბლადნენ მე ისინი. მისაკუთრებდნენკანის სითეთრით და ცისფერი თვალების ნაბვით,და კიდევ კდემამოსილებით, უფრო კი - გეტყვი -სიახლით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მალედვე მივხვდი,რომ ცოდვაც კია მათი ხვევნა, - მკვდართან ხარ თითქოს,თითქოს ცვილისგან გამოძერწილ თოჯინებს ჰკოცნი.სხვა სიცოცხლე აქვთ ჩვენს დიაცებს!. . მაგრამ მოიცა,ეს მიდამო და ჭალა რაღაც მეცნაურება.ჩვენ აქ ვყოფილვართ. . . გაგახსენო? ზაფხულში, ერთხელ. . .ლ ე პ ო რ ე ლ ოწმინდა ანტონის მონასტერი! ზაფხულში, დიახ,აქეთ ინებეთ, კარგად მახსოვს, წამობრძანება.ცხენები აგერ, იმ ჭალაში გვეყენა, ქვევით.სამსახური მაქვს უბედური, დროს აქ, - მერწმუნეთ,თქვენ ატარებდით ჩემზე უკეთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ ი(დაფიქრებულია)ჩემი ინეზე!როგორ მიყვარდა! აღარაა ამ ქვეყნად უკვე.ლ ე პ ო რ ე ლ ოინეზა! მახსოვს, შავთვალწარბა. . . დიდად მოგწონდათ,სამი თვე სდიეთ, გასაქანი აღარ მიეცითდა ბოლოს ეშმას შემწეობით დაიყოლიეთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იივლისში. . . ღამით. რაღაცნაირ მწველ სიტკბოებასდა ნეტარებას მგვრიდა მისი მწუხარე მზერადა მიწისფერი ტუჩები. - ეს უცნაურია.არც შენ მიგაჩნდა ის ლამაზად მაინცდამაინცდა მართლაც, მასში ცოტა იყო ამაღლებულიდა ჭეშმარიტად მშვენიერი; თვალები მხოლოდ,შავი თვალების გამოხედვა. . . ასეთი მზერამეტად არასდროს შემხვედრია, აღარ მინახავს.ხმაც საოცარი ჰქონდა, ყრუ და სუსტი, ვით სნეულს, -ქმარი ჰყოლოდა გარეწარი, გულღვარძლიანი,გვიან შევიტყო. . . ო, საწყალი, საბრალო ქალი!ლ ე პ ო რ ე ლ ორას იზამ! მერე სხვა გამოჩნდა. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ ივერაფერს ვიტყვი.ლ ე პ ო რ ე ლ ოკარგად ვიყოთ და იმათ კიდევ სხვები მოჰყვება.დ ო ნ ჟ უ ა ნ ისწორია ეგეც, რა უნდა ვთქვა. . .ლ ე პ ო რ ე ლ ომადრიდში ახლავის მივადგებით ამ საღამოს?დ ო ნ ჟ უ ა ნ ივის და ლაურას!ახლა პირდაპირ იქ მივდივარ.ლ ე პ ო რ ე ლ ოდიდებულია!დ ო ნ ჟ უ ა ნ იუეცრად მინდა თავს წავადგე, მაგრამ თუ სტუმრადვინმე ჰყავს, - უჯობს გაისტუმროს თუნდა ფანჯრიდან.ლ ე პ ო რ ე ლ ოკარგია! ხედავ, გულს დარდი გადაგვყრია!მიცვალებულნი გულს დიდიხნით ვერ გვიშფოთებენ.აქეთ ვინ მოდის? (შემოდის ბერი)ბ ე რ იახლა აქეთ მოეშურბაიგი. თქვენ იქნებ მხლებელნი ხართ დონა ანასი?ლ ე პ ო რ ე ლ ოარა, მამაო, თავადები გახლავართ თავადდა გულის ნებით აქ ვსეირნობთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ ითქვენ ვისღა ელით?ბ ე რ იახლა აქ მოვა დონა ანა, მოსახილველადთავის მეუღლის აკლდამისა.დ ო ნ ჟ უ ა ნ იო, დონა ანადე-სოლვა? როგორ! კომანდორის თანამეცხედრე?რომელიც მოჰკლა. . . ვინ, - არ მახსოვს?ბ ე რ იყოვლად გახრწნილმა,ურცხვმა, უღმრტო დონ ჟუანმა.ლ ე პ ო რ ე ლ ონუ დაუჯერებთუ გინდ ყურებს! უმყუდროეს მონასტერშიც კიისმის სახელი დონ ჟუანის. საკვირველია!და განდეგილნი უგალობენ ქებათა ქებას.ბ ე რ იიცნობდით იმ კაცს?ლ ე პ ო რ ე ლ ორასა ბრძანებთ! არც კი გვინახავს!სად არის ახლა, ხომ ვერ გეტყვით?ბ ე რ იგადაასახლესშორეულ მხარეს.ლ ე პ ო რ ე ლ ომადლობა ღმერთს! რაც შორს იქნება,მით უკეთესი! მემრუშეებს სუყველას ერთადთავს მოვუყრიდი და მორევში გადვუძახებდი.რას როშავ, ბრიყვო!ხმა გაკმინდეთ: ყასიდად ვამბობ. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იმაშასადამე, კომანდორი აქ მარხია?ბ ე რ იდიახ. მეუღლემ აღმართა ქვის ქანდაკებადა ყოველდღე აქ მობრძანდება, რომ მისი სულისმოსახსენებლად მოილოცოს ადგილი ესედა დაიტიროს.დ ო ნ ჟ უ ა ნ იუცნაური ქვირივ ყოფილა!ლამაზიცაა?ბ ე რ ისილამაზე დედათა ჩვენთვის,მონაზონთთვის, ამაო და ფუჭი სიტყვაა:მაგრამ სიცრუით ვერ შევცოდავ, არავის ძალუძსმისი მშვნება საოცარი არ აღიარო.დ ო ნ ჟ უ ა ნ იმიტომაც იყო ეჭვიანი განსვენებულიდა დონა ანა ჩაკეტილში მიტომაც ჰყავდა.აკი ჩვენთაგანს არასოდეს უხილავს იგი.ორიოდ სიტყვას ვეტყოდი მე. . .ბ ე რ იო, დონა ანამამაკაცებთან არ საუბრობს. არც არასოდესუსაუბრია.დ ო ნ ჟ უ ა ნ იხოლო თქვენთან, მამაო?ბ ე რ იჩემთანსულ სხვა საქმეა. მე არა ვარ სოფლის კაცი.აგერა ისიც.(შემოდის დონა ანა)დ ო ნ ა ა ნ აო, მამაო, გამიღეთ კარი!ბ ე რ იახლავე, შვილო. მე თქვენს მოსვლას ველოდებოდი.(დონა ანა თან მიჰყვება ბერს)ლ ე პ ო რ ე ლ ოჰა, როგორია?ვერაფერი ვერ გავარჩიექვირივ ძაძების და ამ შავი მოსაუბრის ქვეშ,მხოლოდ პატარა, ბუდეშური ფეხი შევნიშნე.ეგეცა კმარა, ხვაშიადი რომ ვიცი თქვენი;დანარჩენს ყოველს წარმოსახვა დაგისურათებთგამჭრიახი და მხატვრისაზე უფრო ცხოველი.ხომ სულერთია თქვენთვის, თხემით დაჰყვებით დაბლათუ კოჭებიდან აუყვებით.დ ო ნ ჟ უ ა ნ იშენ, ლეპორელო,ყური დამიგდე, - მე ამ ქალის გაცნობა მინდა.ლ ე პ ო რ ე ლ ორაღა თქმა უნდა, გენდომებათ! ქმარი მოუკლადა ახლა, რა ქნას, მოენატრა ქვრივის ცრემლები.შეხედავს მარტო. უსინდისო!დ ო ნ ჟ უ ა ნ იამასობაშიშეღამდა კიდეც. ვიდრე მთვარე არ ამოსულადა მწუხრი ნათელ საღამოდ არ გადაქცევია,შევიდეთ ქალაქს.ლ ე პ ო რ ე ლ ოღამეს ელის და მთვარიანშისიარულს უფრთხის ესპანელი გრანდი! - ო, ღმერთო,რა ცხოვრება მაქვს. ან როდემდე უნდა ვეწვალოამ დამთხვეულის გადამკიდე!. . .
ს ც ე ნ ა II
(ოთახი. ლაურასთნა ვახშამია)
პ ი რ ვ ე ლ ი ს ტ უ მ ა რ ითავს გეფიცები, არასოდეს გითამაშნია,ჩემო ლაურა, - ესოდენი სრულყოფილებით.რა სწორად გქონდა შენი როლი ამოცნობილი!მ ე ო რ ედა მერე როგორ, რა ბრწყინვალედ განავითარე!მ ე ს ა მ ერა საოცარი ხელოვნებით!ლ ა უ რ აგამომდიოდადღეს თითეული მიხრა-მოხრა რაღაცნაირად.თავდავიწყებით ვეძლეოდი მე შთაგონებასდა სიტყვა ისე მომდიოდა, თითქოს მას შობდაარა მონური მახსოვრობა, არამედ გული.პ ი რ ვ ე ლ ითვალები ახლაც შთაგონებით გიბრწყინავს, სახეწითლად გიღუის და არ გტოვებს აღფრთოვანება,ნუ გააცივებ მას ამაოდ! ლაურა, მოდი,გვიმღერე რამე.ლ ა უ რ ამომაწოდეთ, აბა გიტარა!(მღერის)ყ ვ ე ლ ა ნ ი ე რ თ ხ მ ა დდიდებულია! ბრწყინალეა! გადასარევი!პ ი რ ვ ე ლ იმადლობას გწირავთ, ჯადოქარო. შენ უცნაურიხმით გვაჯადოვებ. წუთისოფლის სიამეთაგანმუსიკა მხოლოდ სიყვარულის წინაშე იხევს,თუმცა სიყვარულიც მუსიკაა. . . შეხედეთ, თვითონშენს პირქუშ სტუმარს, დონ კარლოსსაც შეუძრა გული.მ ე ო რ ერა სიმღერაა! რა გრძნობაა შიგ ჩაქსოვილი!ლაურა, ლექსი ვის ეკუთვნის?ლ ა უ რ ადონ ჟუანს.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ივისო?ლ ა უ რ ადონ ჟუანს. ლექსი დამიწერა ოდესღაც ჩემმათავქარიანმა საყვარელმა, სანდო მოყვარემ.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იგარეწარი და ღვთის პირიდან გავარდნილიაეგ შენი სანდო მეგობარი.ლ ა უ რ ადაჰკარგა ჭკუა?მსახურთ ვუხმობ და შენს თავს ახლავე ავაკუწვინებ,თუმცა ქედმაღალი ესპანელი გრანდი ხარ.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იუხმე!პ ი რ ვ ე ლ იჩემო ლაურა, გულისწყრომა დაიცხრე, შენ კინუ ფიცხობ, კარლოს, ჩვენს მასპინძელს არ ახსოვს ალბათ. . .ლ ა უ რ არა? - რომ დონ ჟუანს პატიოსან ორთაბრძოლაშიმაგის ღვიძი ძმა შემოაკვდა? რატომ თვითონ ეგარ წარუმძღვარა!დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ივნანობ უკვე ჩემს გულფიცხობას.ლ ა უ რ ააჰა, ხომ ნანობ! უგუნურო! კარგი, შევრიგდეთ,რაცკი თვითონაც აღიარებ.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იჰო, მომიტევე.დამნაშავე ვარ. შენ ხომ იცი, ჩემს უნებურადსისხლი მემღვრევა ამ სახელის გაგონებაზე.ლ ა უ რ ამაგრამ რა ჩემი ბრალია თუ მე წამდაუწუმმაინცდამაინც ეგ სახელი მადგება პირზე?კარგი, შერიგდით და ნიშნად ამ შერიგებისა,ლაურა, ერთი სიმღერაც თქვი.ლ ა უ რ ადროც არი უკვე -შუაღამეა. რა გიმღეროთ გამოსათხოვრად?ჰო, - მაშ, მისმინეთ. (მღერის)ყ ვ ე ლ ა ნ იბრწყინვალეა! დიდებულია!ლ ა უ რ ააბა, ნახვამდის, ბატონებო.ღამე მშვიდობის.(გადიან. ლაურა დონ კარლოსს შეაჩერებს)ლ ა უ რ აშენ დარჩი, შმაგო! დღეს როგორღაც მომინადირეშენი უგონო საქციელით, სიტყვის უკმეხიშემობრუნებით და კბილებით ღრჭენით, უეცრად,დონ ჟუანი რომ მომაგონე.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იოჰ, ბედნიერი!მართლა გიყვარდა? თუ . . .(ლაურა დასტურის ნიშნად თავს უქნევს)ძალიან?ლ ა უ რ აძალიან, - მართლა!დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იდა ახლაც გიყვარს?ლ ა უ რ აახლა, ამ წუთას? მე სიყვარულიერთბაშად ორი მამაკაცის არ შემიძლია.ახლა შენ მსურხარ.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იო, ლაურა, კითხვას აუგადნუ ჩამომართმევ, - რა ხნისა ხარ?ლ ა უ რ ათვრამეტის გავხდი.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იახალგაზრდა ხარ. . . ახალგაზრდა იქნები კიდევხუთ-ექვს წელიწადს. შენს ნადიმზე კიდევ ცოტა ხანსივლის ეს ხლხი, ხელის გულზე გატარებს გულით,საჩუქრებს გიძღვნის, მუხლს მოგიყრის, მოგეფერება,არ მოგასვენებს ღამღამობით სერენადებითდა ისევ შენთვის ერთმანეთთან წაკიდებულნიგზაჯვარედინზე გაუყრიან ერთმანეთს მახვილს.მაგრამ მოვა დრო, - შენი ჟამიც მიიწურება.თვალებში ცეცხლი ჩაგიქრება, ჩაგიღამდებაღრმა ნაოჭებით უპეები და შენ, - ჭაღარასდა წელსი მოხრილს, - უშნო ბებერს დაგიძახებენ.რას იტყვი მაშინ, რაღასა იქმ?ლ ა უ რ აგანა ამაზეღირს თავისტეხა წინდაწინვე? საკითხავიაასეთი რამე? მოიშორე პირქუში ფიქრი.მოდი, გავიდეთ აივანზე. . . რა მყუდრო ცაა.ვერხვის ფოთოლიც კი არ იძვრის და სუნი ასდისღამეს დაფნის და ლიმონისა, ცის კამარაზედინჯად მიცურავს ვეებერთელა სადაფის მთვარედა გუშგების დაძახილი ისმის: დარია. . .ხოლო იქით, შორს, ჩრდილოეთით, მთების გადაღმანისლია ალბათ, ღრუბლებითაა ცა მოგრაგნილი,უჟმურად წვიმს და უპირქუბო ქარი უბერავს.თუმცაღა ჩვენ რა გვენაღვლება? მომხედე, კარლოს,მე ღიმილსა და სულ სხვა სიტყვებს მოველი შენგან. . .ჰო, - ეგრე.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იჩემო სასურველო!დ ო ნ ჟ უ ა ნ იჰაუ, ლაურა!ლ ა უ რ ავინ არის ნეტა, ვისი ხმაა?კარი გამიღე!ლ ა უ რ აო, ღმერთო! ნუთუ. . .(კარს აღებს. შემოდის დონ ჟუანი)დ ო ნ ჟ უ ა ნ იგამარჯობა!. . .ლ ა უ რ აშენ ხარ, დონ ჟუან!(ლაურა მკლავებში უვარდება დონ ჟუანს)დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იდონ ჟუანიო!. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ ისაყვარელო ჩემო, ლაურა. . . (კოცნის)ვინ არის შენთან, ჩემო კარგო?დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იმე ვარ - დონ კარლოს,შენი მტერი და სულთამხდელი!დ ო ნ ჟ უ ა ნ იაი, შეხვედრაცამასა ჰქვია! ხვალვე მზადა ვარ შენ სამსახურად.დ ო ნ კ ა რ ლ ო ს იარა, ახლავე მოემზადე!ლ ა უ რ ადონ კარლოს, გეყოთ,რაა, ქუჩაში ხომ არა ხრთ, ჩემთან ხართ, სახლში,თუ ჩხუბი გინდათ, გთხოვთ მიბრძანდეთ!დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი(ყურადღებას არ აქცევს)მე გელოდები!დ ო ნ ჟ უ ა ნ იხმალი თანა გაქვს - იმედია. . .ხმლის დარდი ნუ გაქვს,არ დაგაყოვნებ, რაკი ჩქარობ. ჰა!. . . (იბრძვიან)ლ ა უ რ არასა შვრებით!(საწოლზე პირქვე ემხობა. დონ კარლოსი ეცემა)დ ო ნ ჟ უ ა ნ იადე, ლაურა, მოვუთავე ხელი . . .ლ ა უ რ არას ამბობ?მოჰკალი? ღმერთო! მერე სადა? ჩემთან, ოთახში!რაღა ვქნა ახლა! უტირარო, სატანის წილო!სად გადავმალო მე ეს გვამი?დ ო ნ ჟ უ ა ნ იიქნებ ჯერ კიდევსულს არ გაჰყრია.ლ ა უ რ აარ გაჰყრია! შეხედე, ლეგო,შიგ გულში მაინც არ დაგეცა მახვილი, თუმცარას ააცდენტი. დაიცალა სისხლისგან უკვედა აღარ სუნთქავს, - როგორია?დ ო ნ ჟ უ ა ნ იაკი თვითონვეინდომა ეგრე. სხვა არც მქონდა გამოსავალი.ლ ა უ რ აკარგი, იყუჩე თუ ღმერთი გწამს, რას არ ჩადიხარდა ბრალი მაინც არ გედება . . . დიდი ხანია,რაც ჩამოხვედი?დ ო ნ ჟ უ ა ნ იეს-ეს არი, მაგრამ ფარულად.ჯერ მეფისაგან ხომ შეწყალება არ მიმიღია.ლ ა უ რ აჩამოხვედი და იმ წუთასვე მე მომაშურესულმოუთქმელად , ხომ ასეა? ვერ დაგიჯერებ!შენ მიდიოდი შენი გზით და ალბათ უეცრადთვალი მოჰკარი ჩემს კარიბჭეს.დ ო ნ ჟ უ ა ნ იარა, ლაურა,თუ გინდა, ჰკითხე ლეპორელოს! მე ქალაქგარეთდავიდე ბინა, იმ უბადრუკ ფუნდუკში და აქ,მადრიდში შენთვის ჩამოვედი. (კოცნის)ლ ა უ რ აჭირიმე შენი!. . .მაცალე, კარგი. . . მკვდარს რა ვუყოთ, რა მოვუხერხოთ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იმოეშვი მაგას! დილით ადრე, გამთენიისას,თავის საკუთარ მოსასხამში გახვეულს გარეთგზაჯვარედინზე დავდებ სადმე.ლ ა უ რ ამაგრამ იცოდე,ფრთხილად იყავი, გზად არავის არ შეეჩეხო. . .მაინც რა დროზე მომაკითხე! წუთით ადრე რომმოსულიყავი, - ჩემთნა ვახშმად შენი ნაცნობიგრანდები ისხდნენ. ის-ის იყო დამემშვიდობენ. .დ ო ნ ჟ უ ა ნ იდიდი ხანია, რაც ეს კაცი გიყვარს, ლაურა?ლ ა უ რ აბოდავ თუ. . . ვისზე მეუბნები?დ ო ნ ჟ უ ა ნ იერთსაც გკითხავ დანუ დამიმალავ: მითხარი, ჩემს აქ არყოფნაში,სხვებთან რამდენჯერ მიღალატე?ლ ა უ რ აშენ, - უტიფარო?დ ო ნ ჟ უ ა ნ იგამოტყდი!. . . თუმცა, მერე, - სხვა დროს ვილაპარაკოთ.
ს ც ე ნ ა III
(კონმანდორის ძეგლი)
დ ო ნ ჟ უ ა ნ ისაქმე ამეწყო: დონ კარლოსი მე უცბადრომ შემომაკვდა, მონაზონად შემოპარულმააქ შევაფარე თავი, და აქ ყოველდღ ვუჭვრეტუმშვენიერესს ჩემს ქვირვს და მგონი მისგანაცვარ შენიშნული. დღემდე დიდად ვერიდებოდითეთმანეთს, უბრად გვერდს ვუვლიდით, ამ საღამოს კიდროა ხმა გავცე, რამე ვუთხრა, გავესაუბრო.რითი დავიწყო? ”სინიორა”. . . ანდა: ”უკეთუნებას მიბოძებთ”. . . უჰ, რას ვამბობ! მოუმზადებლად,ვით სამიჯნურო სიმღერის და ლექსის მომგონი,უეცრად თავში რაც მომივა, იმ სიტყვას ვეტყვი. . .დროც არი უკვე, რომ გამოჩნდეს. უიმისოდ, ვხედავ,მოწყენილია კომანდორი. რა ბუმბერაზიძეგლი დაუდგამს, გეგონება ჰრკულესია, -რა მხარბეჭი აქვს, რა სიმაღლე! . . . სინამდვილეშიგანსვენებული დაბალი და ძაბუნი იყოდა აქვე, ფეხის წვერებზე რომ შემართულიყო,მარჯვენას თავის საკუთარ ცხვირს ვერ მიუწვდენდა.ესკურიალთან როცა შევხვდით ორთაბრძოლაში,მკერდით ჩემს მახვილს წამოეგო და გაინაბანემსზე აგებულ კალიასებრ, - ისე კი იყოგამბედავი და ქედმაღალი, - და სულიც ჰქონდაპირქუში, მკაცრი. . . ოჰო, მოდის.დ ო ნ ა ნ აისევ აქა ზის!მე მგონი, ხელი შევუშალე თქვენს ფიქრს, მამაო,გთხოვთ, მომიტევოთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იმოტევებას მე უნდა გთხოვდეთ,ეგების თვითონ მე ვაბრკოლებ მგოლვიარებითავსილი გულის მოოხებას. . .დ ო ნ ა ნ აარა, მამაო,უკურნებელი ჩემი ჭირი ჩემსავ მწუხარეგულში ღვივის და ცათა მიმართ ლოცვები ჩემისხვათა წინაშე აღიკმევა, მე გთხოვთ, მამაო,ამ ჩემს ვედრებას შეუერთოთ თქვენი კურთხევა.დ ო ნ ჟ უ ა ნ იჩემი კურთხევა შევუერთო ვედრებას თქვენსას?ო, დონა ანა, მე ამ ხვედრის ღირსი არა ვარ.ვით შეურაცხყო მე, ცოდვილმა, ბიწიერი ხმითთქვენი ლოცვები, უწმინდესი გულით ნათქვამი?მე მხოლოდ შორით, მოწიწებით და მოკრძალებითგადევნებთ თვალყურს, როცა უხმოდ თავმოდრეკილიფერწასულ და ცივ მარმარილოს მოაბნევთ ხოლმემაგ შავ კულულებს, - და მგონია, აკლდამა ეგეცით მოვლენილმა ანგელოსმა მოინახულა.და აღარ ძალუძს შეძრწუნებულ გულს მოიძიოსკურთხევის სიტყვა. მდუმარე და განცვიფრებულივდგავარ და ვფიქრობ: ბედნიერი იგია, ვისაცმისი ციური ამოსუნთქვა უთბობს აკლდამასდა ვისაც მისი სიყვარულის ცრემლი ეცემა. . .დ ო ნ ა ნ არა უცნაური სიტყვებია!დ ო ნ ჟ უ ა ნ იო, სინიორა!დ ო ნ ა ნ ათქვენ გავიწყდებათ. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იმავიწყდება, რომ მე უღირსიგანდეგილი ვარ? რომ ჩემი ხმა ამ თაღების ქვეშმკრეხელობაა და უცნაურ რასმე ღაღადებს?დ ო ნ ა ნ ამე ვერ გავიგე, მე მეგონა. . . მე მომეჩვენა. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იო, ვხედავ, ვხედავ! თქვენ ყველაფერს მიმიხვდით, დონა.დ ო ნ ა ნ ამაინც რას უნდა მივმხვდარიყავ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იიმას, რომ არ ვარმე განდეგილი. . . და თქვენს ფერხთით აწ სიკვდილს ველი.დ ო ნ ა ნ აღმერთო! . . ადექით, წამოდექით. . . ვინა ხართ, ბრძანეთ!დ ო ნ ჟ უ ა ნ იუნუგეშო და უიმედო გულისთქმის მსხვერპლი!დ ო ნ ა ნ აო, ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის ამ აკლდამასთნა.წა, უკუდექით!დ ო ნ ჟ უ ა ნ იერთი წუთი, ო, დონა ანა,მადრევით მხოლოდ ერთი წუთი!შემოვა ვინე . . .დ ო ნ ა ნ აჩაკეტილია ბაღის კარი. სულ ერთი წუთი!ჰო, კარგი, ბარემ თქვით, რაც გინდათ! რას ითხოვთ?დ ო ნ ჟ უ ა ნ ისიკვდილს!ო, მოვკვდე ნეტავ, მე თქვენს ფერხთით ამ წუთას, ახლავე,და ჩემი ნეშტი უბედური აქვე დამარხონ, -თქვენთვის ძვირფასი საგოდებლის გვერდით კი არა,ან აქვე სადმე, - ახლომახლო, - არამედ იქით,ამ აკლდამისგან მოშორებით, შემოსასვლელთან,რომ უბედურის საფლავის ქვას ხანდახან მაინცმსუბუქი ფეხი დააკაროთ ან სამოსელითმიესალბუნოთ, როცა აქეთ, თქვენი მეუღლისსულის საოხად, თავდახრილი გამოსწევთ ხოლმე.დ ო ნ ა ნ აშმაგის, უცნობოს ნაუბარს ჰგავს ეგ სიტყვა!დ ო ნ ჟ უ ა ნ იიქნებმართლა სიშმაგის ნიშანია სიკვდილის ნატვრა?შმაგი რომ ვიყო და უცნობო, ცოცხლად დარჩენასმოვინდომებდი. მექნებოდა კიდევ იმედი,რომ უნაზესი სიყვრულით გულს შეგიძრავდით.შმაგი რომ ვიყო, ღამეს თეთრად გავათენებდითქვენს აივანთან, აგიკლებდით სერენადებით,ლექსით, სიმღერით, არ მოგცემდით გასაქანს, ყველგანწამოგყვებოდით აჩრდილივით, შმაგი რომ ვიყო,გადაგიშლიდით გულს მდუარეს. . .დ ო ნ ა ნ ათქვენ აგრე დუმხართ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იშემთხვევამ, მენდეთ, დონა ანა, მხოლოდ შემთხვევამამიყოლია უნებურად, თორემ ნაღვლიანჩემს საიდუმლოს ვერასოდეს ვერ გაიგებდით.დ ო ნ ა ნ ადა უკვე დიდი ხანია, რაც გულს ჩაგივარდეთ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იდიდი ხანია თუ მცირედ, არ ვიცი თვითონ.ის ვიცი მხოლოდ, რომ იმ დღიდან გავიგე ფასიწუთისოფელისა, რომ იმ დღიდან ვიგემე კრულმათუ რაა ქვეყნად ჭეშმარიტი ბედნიერება.დ ო ნ ა ნ აგამშორდით, წადით! თქვენ საშიში კაცი ყოფილხართ!დ ო ნ ჟ უ ა ნ ისაშიში? რატომ?დ ო ნ ა ნ ამე მაშინებს თქვენი სიტყვები.დ ო ნ ჟ უ ა ნ იმე დავდუმდები, ოღონდ იმ კაცს ნუ განიშორებთ,ვისაც ამ ქვეყნად მხოლოდ თქვენი ნახვა აცოცხლებს.მე კადნიერი იმედები არა მაქვს გულშიდა ღმერთმა იცის, არც არაფერს მოვითხოვ თქვენგან,მაგრამ ნახვით კი უნდა გნახოთ, რაკი სიკვდილიარ მომესაჯა.დ ო ნ ა ნ აკარგი, წადით, მომეშვით-მეთქი!ასეთი ქცვა არ შეშვენის ამ მწუხარ ადგილს.ხვალ მოდით ჩემთან. . .თუკი მომცემთ რაინდულ სიტყვას,რომ მომეპყრობით ასეთი პატივით, - მოდით. . .მე თქვენ მიგიღებთ, ოღონდ გვიან, შეღამებულზე.მას შემდეგ ქმარი რაც დავკარგე, არ გამიციახმა კაცისათვის. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იდონა ანა, ანგელოზი ხართ!და ისემც ღმერთი განუგეშებთ, როგორც ამ წუთასთქვენ ანუგეშეთ უბედურის ტანჯული გული!დ ო ნ ა ნ აახლა კი წადით!დ ო ნ ჟ უ ა ნ იკიდევ ერთი, სულ ერთი წუთი!დ ო ნ ა ნ ააჯობებს, თვითონ გაგეცალოთ. . . ვედრების სიტყვაცარ მომდევს რაღაც, გამაბრუეთ თქვენ საამსოფლოენამჭევრობით; უკვე დიდი, დიდი ხანია,გადაეჩვია ჩემი ყური ამგვარ საუბარს.აბა, ხვალამდე.დ ო ნ ჟ უ ა ნ იდაჯერება მიმძიმს ჯერ კიდევ!ჯერ ნეტარების განცდა სრულად არ შემიზლია. . .მაშ, ხვალ გიხილავთ! თქვენსავ სახლში, დაუფარავად!ღმერთო ძლიერო! . . .დ ო ნ ა ნ ახვალ საღამოს დაგელოდებითთქვენი სახელიდ ო ნ ჟ უ ა ნ იდონ . . . დიეგო, დიეგო, - დიახ.აბა, ნახვამდის, დონ დიეგო. (მიდის)დ ო ნ ა ნ აჰე, ლეპორელო!(შემოდის ლეპორელო)ლ ე პ ო რ ე ლ ოაქ ვარ, ბატონო, რს მიბრძანებთ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იო, ლეპორელო,ვერ წარმოიდგენ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ!. . .ხვალო, შენ გესმის? საღამოს, მოგვიანებით. . .გული ბალღივით მიფანცქალებს!ლ ე პ ო რ ე ლ ოკომანდორის ქვრივსემუსაიფეთ? ორიოდე გულის მოსაფხანსიტყვას გეტყოდად, თავმოდრეკით გაგიღიმებდათთუ ის დალოცეთ და. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იოჰ, არა! მან პაემანი, -გესმის, სულელო, - პაემანი დამინიშნა მე!ლ ე პ ო რ ე ლ ოო, ქვრივო, ასე სულმოკლენი იქნებით მუდამ!დ ო ნ ჟ უ ა ნ იდიდად მიხარის და მზადა ვარ მთელი ქვეყანაგულში ჩავიკრა მეტისმეტი სიხარულისგან.ლ ე პ ო რ ე ლ ომაგრამ რას იტყვის კომანდორი?დ ო ნ ჟ უ ა ნ ირისი თქმა გინდა?იეჭვიანებს, ვითომ?. . . მუდამ ჭკვიანი იყო, -სიკვდილის შემდეგ ყიფი უფრო დაუცხრებოდა.ლ ე პ ო რ ე ლ ოარა მგონია! ქანდაკებას შეხედეთ, აბა!დ ო ნ ჟ უ ა ნ იჰო, რაა?ლ ე პ ო რ ე ლ ოკუშტად დაგცქერით და გიწყრებათ თითქოს. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იმიდი ახლავე, ლეპორელო, და ქანდაკებასსთოხვე მეწვიოს! . . . თუმცა არა. . . მოიპატიჟედონა ანასთან, მობრძანდით-თქო, ხვალ საღამოთი.ლ ე პ ო რ ე ლ ოეგ რაა! სტუმრად ქანდაკება მოვიპატიჟო?კი მაგრამ რისთვის?დ ო ნ ჟ უ ა ნ ირა თქმა უნდა, იმისთვის არა,რომ მთელი ღამე ღვინო ვსვათ და ვიმასლაათოთ.სთხოვე მოვიდეს ხვალ საღამოს, მოგვიანებით,დონა ანასთან და კარებთან გვიყარაულოს.ლ ე პ ო რ ე ლ ოეგ ვერაფერი ხუმრობაა. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იგასწი, ახლავე!ლ ე პ ო რ ე ლ ომაგრამ, ბატონო. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იგასწი-მეთქი, რომ გეუნები!ლ ე პ ო რ ე ლ ოდიდად განთქმულო, ღირსეულო. . . რა მემართბა!. . .ჩემი ბატონი დონ ჟუანი უმორჩილესადგთხოვთ, ხვალ საღამოს. . . თავსა ვფიცავ, არ შემიძლია!შიშისგან ლამის სული გამძვრეს!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმხდალო, ჯაბანო!ლ ე პ ო რ ე ლ ოჩემი ბატონი დონ ჟუანი გთხოვთ, ხვალ ეწვიოთმოგვიანებით დონა ანას, მეუღლეს თქვენსასდა კართად დადგეთ. . .(ქანდაკება თანხმობის ნიშნად თავს უქნევს)ო, მიშველეთ!. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ ირა ამბავია!ლ ე პ ო რ ე ლ ომიშველეთ, ვკვდები!დ ო ნ ჟ უ ა ნ იხმა, - სულელო! რა მოგივიდა?ლ ე პ ო რ ე ლ ოოჰ, ქანდაკება. . . (თავს აქნევს)დ ო ნ ჟ უ ა ნ ირა თავს აქნევ?ლ ე პ ო რ ე ლ ოთავს მიკატუნებს. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ ირას როშავ ნეტა, უკეთურო!ლ ე პ ო რ ე ლ ოთვითონვე ნახეთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იმიყურე კარგად! კომანდორო, მე გთხოვ შენს ქვრივთანმიხვიდე, სადაც ხვალ საღამოს მეც დაგიხვდები, -და კართან დადგე ყარაულად . მოხვალ თუ არა?(ქანდაკებ თვს უქნევს)ო, ღმერთო ჩემო!ლ ე პ ო რ ე ლ ორა მითხარი?დ ო ნ ჟ უ ა ნ იწავიდეთ ჩქარა.
ს ც ე ნ ა IV
(დონა ანას ოთახი)
დო ნ ჟ უ ა ნ ი დ ა დ ო ნ ა ა ნ ა !
დ ო ნ ანამე თქვენ მიგიღეთ, დონ დიეგო, ოღონდ მაშინებსის, რომ ნაღვლიან მუსაიფით საბრალო ქვრივიდაგაღონებდ და თავს შეგაწყენთ, მე ხომ ნიადაგიმ ჩემს უბედურ დღეს მივსტირი და აპრილივითგაღიმებულსაც ცრემლითა მაქვს თვალები სავსე.რატომ არაფერს მეუბნებით?დ ო ნ ჟ უ ა ნ იმდუმარედ ვტკბებიუმშვენიერეს, ულამაზეს დონა ანასთანსასწაულებრივ მარტოყოფნით. აკი მე გხედავთაქ და არა იქ, სვებედნიერ ქვის მეუღლესთანუხმოდ, უსასოდ მუხლმოდრეკილს.დ ო ნ ა ნ აო, დონ დიეგო,თქვენ ეჭვიანი კაცი ჩანხართ, ჩემი მეუღლეკუბოშიც რომ არ გასვენებთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იეჭვიანობისმე რა ნება მაქვს. ის ხომ თქვენი რჩეული იყო.დ ო ნ ა ნ ასცდებით! დონ ალვარს დედაჩემის ნებით გავყევი,რაკი სიმდიდრით მოქადული თავადი იყო.დ ო ნ ჟ უ ა ნ ირა ბედს ეწია! მან ქალღმერთის ფერხთით უღირსი,ფუჭი საუნჯე მოიღო და სამაგიეროდიგემა ცათა ნეტარება. მე უწინარესრომ გამეცანით, ჩემს ღირსებას, მთელ ჩემს ქონებას,რაც მაბადია, ყოველივეს, რა სიხარულითვანცვალებდი ლმობით სავსე თქვენს გამოხედვას.მე ხელის გულზე გატარებდით, მე ვიქნებოდიმარტოდენ მონა უწმინდესი თქვენი სურვილის.წარბის ახრა და მე უმალვე გამოვიცნობდითქვენს სულ უბრალო ახირებას, რომ ყოფილიყოცხოვრება თქვენი სასწაული განუწყვეტელი.მაგრამ ვაი, რომ ბედისწერა სხვას მიმზადებდა!დ ო ნ ა ნ აგეყოთ, დიეგო: ყურს რომ გიგდებთ, ცოდვას ჩავდივარ,მე ნება არ მაქვს შეგიყვაროთ, თავის მეუღლესკუბოშიც უნდა უერთგულოს საბრალო ქვრივმა.ო, რომ იცოდეთ, რა უსაზღვრო გრძნობით ვუყვარდიმეუღლეს ჩემსას. არასოდეს არ მიიწვევდაშეყვარებულ ქალს დონ ალვარი, დაქვრივებულიცრომ ყოფილიყო. სამუდამოდ უერთგულებდაცოლქმრულ სარეცელს იგი. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იმე გთხოვთ უმორჩილესად,ო, დონა ანა, გულს ნუ მიკლავთ თქვენი მეუღლისესოდენ ხშირი გახსენებით, რაც დავისაჯემეკმაროს იგი, თუმცა სასჯელი დავიმსახურე.დ ო ნ ა ნ ასასჯელი? რითი? უწმინდესი კავშირით აკიშეუღლებელი არა ხართ და მაშასადამე,ბრალიც არა გაქვთ არც ღვთისა და არც ჩემს წინაშე.დ ო ნ ჟ უ ა ნ იღვთისა არა, მაგრამ. . . თქვენს წინაშე. . .დ ო ნ ა ნ ანუთუ რაიმებრალი მიგიძღვით ჩემს წინაშე? მითხარით!დ ო ნ ჟ უ ა ნ იარა!ვერ გეტყვით. . .დ ო ნ ა ნ ამაგრამ, დონ დიეგო, როგორ გავიგო,თქვენ ჩემს წინაშე ბრალი გაქვთ და არა გსურთ მითხრათ?დ ო ნ ჟ უ ა ნ იდიახ, ვერ გეტყვით მე. . . ვერაფერის დიდებით!დიდადდ ო ნ ა ნ ამაოცებს მე ეგ. . . დონ დიეგო, მე გთხოვთ, მოვითხოვ!დ ო ნ ჟ უ ა ნ იოჰ, არა, არა.დ ო ნ ა ნ ამაშ, ამგვარად მისრულებთ ნებას!თუ აღარ გახსოვთ, რას ამბობდით აგერ ამ წუთას:მარტოდენ მონა ვიქნებიო თქვენი სურვიის.მითხარით, თორემ მე გავწყრები, ნუ აგვიანებთ,რა დააშავეთ ჩემს წინაშე?დ ო ნ ჟ უ ა ნ ივერა, ვერ გეტყვით,განმირისხდებით, შემიძულებთ.დ ო ნ ა ნ აარამც და არამც!მე წინდაწინვე მიგიტყევეთ შეცოდებანი.მითხარით-მეთქი, ოღონდ ჩქარა. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ ირად გსურთ, იცოდეთთავზარდამცემი საიდუმლო!დ ო ნ ა ნ ათავზარდამცემი?ნუღარ მაწვალებთ, დონ დიეგო, გემუდარებით,ლამის შემშალოს უცნაურმა ცნობისწადილმა, -რა მოხდა მაინც? შეურაცხი რა ჩაიდინეთ,თქვით, ჩემდა მიმართ? საქმე თქვენთან მე არ მქონია,მტრები კი არ მყავს, არც მყოლია, ერთიღა - ჩემიმეუღლის მკვლელი თუ იქნება.დ ო ნ ჟ უ ა ნ ი(თავისთვის) იხსნება საქმე!იცნობდით ნეტა, იმ უბედურ დონ ჟუანს?დ ო ნ ა ნ აარა!თვალითაც კი არ დამინახავს!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმისდამი შავიმტრობა გაქვთ გულში?დ ო ნ ა ნ აწესისამებრ. . . მე ვალი მაწევს. . .მაგრამ თქვენ სიტყვას ბანზე მიგდებთ. მითხარით ჩქარა.დ ო ნ ჟ უ ა ნ ირას იზამთ, უცებ დონ ჟუანს რომ გადაეყაროთ?დ ო ნ ა ნ აგულში ჩავცემდი არამზადას მახვილს.დ ო ნ ჟ უ ა ნ იმახვილი!. . .სად გაქვს მახვილი, დონა ანა? ჰა, ჩემი გული!დ ო ნ ა ნ ადიეგო! . . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იარა! თქვენს წინაშე დონ ჟუანია.დ ო ნ ა ნ აო, ღმერთო ჩემო, გონზე მოდით, რას მეუბნებით!დ ო ნ ჟ უ ა ნ იდონ ჟუანი ვარ. . .დ ო ნ ა ნ ატყუილია!დ ო ნ ჟ უ ა ნ იდიახ, მე მოვკალშენი მეუღლე! მე მოვკალი და არცა ვნანობდა გულშიც არ მაქვს სინანული. . .დ ო ნ ა ნ არა მესმი, ღმერთო!დ ო ნ ჟ უ ა ნ იდონ ჟუანი ვარ და მიყვარხართ თავდავიწყებით!დ ო ნ ა ნ ასად ვარ. . . სადა ვარ? გული მიმდის. . . მიშველეთ. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იღმერთო!რა გემართებათ, დონა ანა, გამოიფხიზლეთ,ადექით, თვალი გაახილეთ, ცნობას მოეგეთ,თქვენს ფერხთითაა მუხლმოყრილი თქვენი დიეგო.დ ო ნ ა ნ ა(მისუსტებული)მომშორდი, წადი! ჩემი მტერი ყოფილხარ თურმე,გაგიწირივარ სამუდამოდ. . .დ ო ნ ჟ უ ა ნ იო, საყვარელო!მზად ვარ ახლავე ყველაფერი გამოვისყიდო,შენივე ფერხთით ველოდები მე განჩინებას,მიბრძანე ოღონდ და მოვკვდები, არადა შენთვისდავრჩები ქვეყნად. . .დ ო ნ ა ნ ადონ ჟუანი ეს არი, აბა!დ ო ნ ჟ უ ა ნ იარაფერია საშინელი, ხომ მართალია!ვინ იცის, ჩემზე რა არ გითხრეს. . . რას არ იტყოდნენ:ბოროტიაო და ულმხეცი, ო, დონა ანა,იქნებ მთლად ფუჭიც არ გამოდგეს ასეთი სიტყვა, -სინდისს ნათრევს და უკვე დაღლილს იქნებ სიავეცბევრი ამძიმებს, - მე სიმრუშეს, გულარძნილოაბსდიდხანს ვუდექი უერთგულეს მსახურად, მაგრამმას შემდეგ, რაც თქვენ დაგინახეთ, ასე მგონია,თითქოს მეორედ დავიბადე, მეორედ ვიშევ.განა თქვენდამი სიყვარულმა არ შემაყვარამე სათნოება და პირველად ჩემს სიცოცხლეშიარ დამაჩოქა მის წინაშე მორჩილი გულით?დ ო ნ ა ნ აო, ვიცი, ვიცი, გამიგია, ენაწყლიანიკაცი არისო დონ ჟუანი, დიდი მაცდურიც.თქვენზე ამბობენ, რომ უღმერთო მექალთანე ხართდა დიდად მრუში პიროვნება. რამდენი ქალიგყავთ დაღუპული, თქვით, გამოტყდით!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმაგრამ არც ერთიარ მყვარებია არასოდეს!დ ო ნ ა ნ ადა სწორედ ახლა,პირველად არის დონ ჟუანი შეყვარებული?და ჩემში ახალ მსხვერპლს არ ეძებს? - ვერ დავიჯერებ!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმე თვალთმაქცობა რომ მდომებოდა, გეტყოდით განაჩემს სახელს, სახელს იმ კაცისას, ვისი მარტოდენგახსენებაც კი სულს გიშფოთებთ? ამას ეძახითთქვენ მაცდურობას, ვერაგობას, ქვებუდანობას?დ ო ნ ა ნ ამაგრამ ვინ იცის, გულში რა გაქვთ?. . . მოვეშვათ ამას, -გამაგებინეთ, თუ ღმერთი გწამთ, აქ როგორ გაჩნდით?არ აგცდებოთად ხო სიკვდილი, ვინმეს რომ ეცნეთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ ირაა სიკვდილი? პაემანზე თქვენთან შეხვედრისერთ ნეტარ წამში უდრტვნინველად დავთმობ სიცოცხლეს.დ ო ნ ა ნ ამაგრამ აქედან როგორ გახვალ, შეუპოვარო?დ ო ნ ჟ უ ა ნ ი(ხელზე კოცნის)და თქვენ ბდშავი დონ ჟუანის ბედი გაწუხებთ?მაშ, ჩემდა მიმართ, დონა ანა, თქვენს ციურ სულშიაღარ ბოგინებს სიძულვილი?დ ო ნ ა ნ აოჰ, რომ შემეძლოსმე გულით თქვენი შეძულება. . . ახლა კი დროადაგემშვიდობოთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იროდის შევხვდეთ?დ ო ნ ა ნ აარ ვიცი. ვნახოთ.დ ო ნ ჟ უ ა ნ იხვალვე რომ გნახოთ, რა იქნება?დ ო ნ ა ნ ამაგრამ სად?დ ო ნ ჟ უ ა ნ იაქვე.დ ო ნ ა ნ ახედავთ, როგორი დამყოლი ვარ!დ ო ნ ჟ უ ა ნ ისაწინდრად ერთიმშვიდობიანი კოცნა. . . ნიშნად პატიებისა.დ ო ნ ა ნ ანახვამდის, კარგი!დ ო ნ ჟ უ ა ნ ისაწინდარი? - ცივი, უბრალო. . .დ ო ნ ა ნ აო, რა კაცი ხარ, - აბეზარი. აჰა! . . . ნახვამდის.რა ხმაა? ჩქარა, დაიმალე სადმე, დონ ჟუან!დ ო ნ ჟ უ ა ნ იჩემო ძვირფასო მეგობარო, მშვიდობით იყავ.(გადის და უკან შემორბის)ოჰ, ოჰ!. . .დ ო ნ ა ნ არა იყო? . . .(შემოდის კომანდორის ძეგლი. დონა ანა ძირს ეცემა)ძ ე გ ლ იმომიწვიე და მეც მოვედი.დ ო ნ ჟ უ ა ნ იღმერთო, ეს რაა? . . . დონა ანა!ძ ე გ ლ ითავი ანებე!. . .აწ ვერ გიშველის ვერაფერი. შენ თრთი, დონ ჟუან!დ ო ნ ჟ უ ა ნ იმე? სულაც არა. მე გეძახდი და მიხარიარომ შემისრულე სათხოვარი. . .ძ ე გ ლ იმაშ, მომე ხელი!დ ო ნ ჟ უ ა ნ იაჰა. . . რა მძიმე მარჯვენა აქვს! ლოდივით ცივითითებით მიჭერს. . . ლამის მაჯა გადამიმტვრიოს.გამშორდი! თავი დამანებე! გამიშვი ხელი!. . .გამიშვილი-მეთქი! ვიღუპები! ო, დონა ანა!