↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუთიც კი!

კალანდაძე ანა

2019-08-121 წთ საკითხავი9512 ნახვა

—
აღმოხდომია დიდ წინაპარს(ჯერ კიდევ როდის!):უნასი სჯობსო,ნუ შემამთხვევავყიად შობილს, -მასთან... წუთიც ხომ...ჩვენ სიცოცხლისმოწამვლადგვყოფნის?!
***აჰა, ისევე ჩაუხერგავთბაღის კარები,ტურფად უშლიათ სად ზეფირთაყვავილნარები...მაგრამ, რადგანაც ჩაინავლაშენგანვე ღველფი,გული არ მიწევს კვლავ ზეციურყვავილთა კრეფად!
***შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ,და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა,თუ... მავანი კვლავ გაიყიდებადა დაემხობა მამონას ფეხთან!
***დამამხობელი ყოველთა ბნელთა,აჰა, დგას ჩემს წინნათელმოსილი,ვისაც მარადის მივყავართ მზესთან,ეს სულის ჩვენის ანგელოსია!
***ჩინებულ, დიდებულ მეოცეს ვამთავრებთ, -მტერი - კვლავ ფხიზელი,ჩვენ ისევ... მძინარი!სატანამ მიწები კვლავ ჩამოგვათალა,ჩხრიალებს,ჩხრიალებს,ჩხრიალებსდინარი!
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი