პოეზია · ლირიკა
მზექალა
ბევრჯერ დავლახე ცხენდაცხენმთბი, ზეცამდე მაღალი.შენს ღიმილს, ჩემო მზექალავ,ვერ დამავიწყებს სხვა ქალი.კლდისად ნატყორცნი მეხივითგულში მკარ თვალთა ისარი,დამინაძოძე, ქალბნელო,ტიალი გულის ფიცარი.შენს ნატერფალზე ხარობენყვავილნი მაღლის მთისანი,გნახვენ და გალაღდებიანარწივნი სალის კლდისანი.ერთხელ ვერ გადაგეხვიე,ვერ ავიხდინე მიზანი,მკვდარ მაინც დამიტიროდე,ნაწნავ დამხურენ მთისანი.