↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ბილიკ-ბილიკ ვიარე

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6831 ნახვა

—
მე ბილიკ-ბილიკ ვიარე,ნისლმა - მთა და მთა ზოზინით,ან კი რა ეჩქარებოდა,ვის მოაწყენდა ლოდინით.ბექზე შავთვალა შალშავიამოსულიყო კენტადა,თითქოს სირცვილით იწვოდა,თავდახრით გამამხედავდა.ნეტა, რას მენაზებოდა,ნეტა, რისი თქმა ეწადა?მე ბილიკ-ბილიკ ვიარე,ქარი ფეხდაფეხ მომდევდა,არ ვიცი, რა ატირებდა,არ ვიცი, რისთვის ჰგოდებდა.რა გატირებსო? - ვკითხავდი,თითქოს არც გაუგია რა,არცვის სხვას გაეპასუხა,განა მარტო მე კი არა.როგორც მტირალა ქალწულმა,გულში დამალა იარა,წავიდა ქვითინ-ქვითინით,მთა-ღელე გადაიარა.ან კი რას ვეკითხებოდი,წამლად ვის ვექცე ჭირისა,ვინ იცის, გულამოსკვნილიქვეყნად რამდენი ტირისა?მე რით ვუშველო სატკივარსბედისგან განაწირისა!ვიარე, ავაბოჟირეორწოხნნი შურთხებიანად...კლდის თავზე მჯდარი არწივიყაშყაშებს ომახიანად.ნეტა, ეს კლდეთა კოშკებიმქონიყო მათთან ზიარად.რას დამაკლებდა მაშინა„სოფლის უკუღმა ტრიალი“,ვერც დარდი მომერეოდა,ვერც მტერი ოხერ-ტიალი!
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი