პოეზია · ლირიკა
მაღალმა მთებმა გამზარდეს
მარალმა მთებმა გამზარდესმართვეი შევარდნისაო,მეტყოდა ძილისპირულსაცელქი ნიავი მთისაო.მკერდში ჩამიდვეს გულადანატეხი სალი კლდისაო,აიმით მეთავისებასამშობლო არწივისაო.აჰყვება მთების ნიავსაყვირილი ხარ-ირმისაო,სადა ხარ, ჩემო ლამაზო,ყვავილო ედემისაო?თუ უშენობამ არ მამკლატყვია ვერ მამკლავს მტრისაო.წახვალ და დაიბინდებალაჟვარდი ლურჯი ცისაო,ჩავლენ და აღარ ამოვლენ,სხივნი ქრებიან მზისაო.