↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთებს, მწვანეჩონჩხიანებსა

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6838 ნახვა

—
აის მწვერვალნი მიხმობენ,სადაც ყრმობიდან ვიზარდე,ზოგი მე მქონდა ვარამი,ზოგი მოძმისა ვიდარდე.მთებს გავუმხელდი ხვაშიადს,მთები თავისას მეტყოდნენ, -მაშ, როგორ გინდა, ძმობილო,ძმას ძმისა უნდა ესმოდეს.ერთურთს ვეძახდეთ ჭირშია,ძმა მყავო, უნდა გვეთქმოდეს.ამ მთებს ყრმობიდან მივენდე,ამათთან ერთად ავმაღლდი,წინ მედგა ფერთა საუნჯე,მთების მხარბეჭსა ვქარგავდი.ამათ იმედით ვიქნები,მიწას ვამძიმებ სანამდი,შევხარი წყალზე გადმომდგართ,ხელგადახვეულთ ძმურადა,მთებს, მწვანეჩოხიანებსა,დამდგართ უფლის ცის ბურჯადა.ამ წუთისოფლის სიამითთუ ცრემლი დამედინება,მთების ნიავის სიმღერაგულს წამლად დამეფინება.აის მწვერვალნი მიხმობენ,სადაც ყრმობიდან ვიზარდე,ნისლებს თუ უყვარს მთას ყოფნა,მე რად არ უნდა მიყვარდეს!
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი