↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი ქორაფი

უძილაური ელგუჯა

2026-07-182 წთ საკითხავი6826 ნახვა

—
კლდის თავზე ერთი ქორაფიიდგა მშვენებად მთებისა,მთად მკერდის ღალა ნაწოვსაშვენოდა გაშლა მხრებისა.გაღმით სხვა იდგა კიდევა,ტანშემოსილი მწვანითა,თავს იწონებდა, ლაღობდაღილ-კილო მოსართავითა.ეს ორი ბუნების პირმშოერთურთს ეტრფოდა შორითა,გუნებასურვილიანი,უდიადესის გრძნობითა.არ იქნა, ერთურთს ვერ მისწვდნენ,ვერ აიხდინეს წადილი,მათ შორის დიდი უფსკრულიიწვა ქვა-ღორღად ჩაშლილი.ვინ შასცვლის სოფლის დინებას,ვინ არი ჟამთა მპყრობელი,ვინც ამას ცდილობს, მცდარია,არ არი ჭკვათა მპყრობელი.დრო მიდიოდა თავის გზით,ბუნების ფერთა ჭკნობითა,ბევრმა გაწირა საწუთროგულსუწადინოდ კვდომითა.და ერთ დღეს აის ქორაფიც,ქარაფის თავს რომ ხარობდა,დღემუდამ ხელებ გაწვდილისატრფოსთან მისვლას ლამობდა.ძალღონეგამოლეულიმიწას დაეცა კვნესითა,არ გვიშვებს წუთისოფელივიაროთ ჩვენის ნებითა.მუდამ თან დასდევს სიცოცხლესსიკვდილი ავის ყეფითა.რა ნახა, სატრფო მაუკვდადა მარტოობა ელოდა,გაღმით, მეორე ქორაფიდარდისაგანა ჭკნებოდა.დღეთა უიღბლოდ დინებასსაწუთროს ემდურებოდა.თუ გულისტკივილს არ უშველდა ვერ უწამლებ მალევა,იწყება ნაადრევადასიცოცხლის დღეთა გალევა.მალე მეორე ქორაფიცგაჰყვა დრო-ჟამის დენასა,რას ვიზამთ, წუთსოფელთანკაცი გახდება ვერასა.სამყაროს ადათ-კანონსაცაში უფალი სწერამსა.მაშ, თუკი ხე-მცენარეთაერთურთთან ყოფნა სწადიან,კაცს რაღა მასდის ნეტავი,ავს საქმეს რადა სცადიან?ერთურთის საზიანოდახელხანჯრიანებ დადიან,ჩალად არ გვიღირს ერთურთი,ვწამლავთ შხამით და გესლითა,ასე გვგონია, ამქვეყნადსხვაზე კარგები ვჩნდებითა.ბოროტით ჭკვა დაბინდულნიერთხელ არ დავფიქრდებითა:მოძმეს რომ ზიანს ვაყენებთ,მართლები ვართ თ ვცდებითა?მცდარის ფიქრით და გონითაეშმაკის ყმანი ვხდებითა,უფლის ნაჩუქარ სიცოცხლესვამცირებთ, ზედა ვდგებითა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი