↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყავა გავიყავით

შალამბერიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2697 ნახვა

—
ერთი ღერი სიგარეტის კვამლიდა მხურვალე გალიანოს ტანგო,ერთი ქალი, სიყვარულით მთვრალი,მითანხმდება, გული უნდა ვანდო.ვიღაც გოგომ ვიღაც ბიჭის ხელზეუხერხულად ააცურა ტანი,მერე ჩუმად გაისტუმრა სხვენზედა კოცნებით დაუნამა კანი.როცა მწვადის მოიტანეს კერძი,ყველა იყო უზომობით მთვრალი,თამადასაც დაეკარგა ღერძიდა ბალიშად ეყო თეფშის ძვალი.მერიქიფემ გაიღიმა ზანტად,დავათვრეო, ვერ გამიძლო სმაში,სიმღერისთვის აიზლაზნა ტლანქად,მერე ბზარიც შეეპარა ხმაში.ღონეს კრეფდა გალიანოს ტანგო,წყვილებს ცეკვით დაუსველდათ თმები,ზოგმა ღვინოს ამჯობინა მანგო,ზოგმაც სუფრას _ აბასთუმნის მთები.ხმაურისგან დაგვიარა რეტმა,გავირიყეთ პოეზიის ნავით,მე და ჩემმა მეგობარმა ერთმაერთი ჭიქა ყავა გავიყავით.
შალამბერიძე გიორგი

შალამბერიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი