პოეზია · ლირიკა
ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი
ვინ შეაცდინა ეშმაკმა?ვინ გმო სახელი უფლისა?ვინ გაბედაო მეფისთვის...კარავთანტყორცნა შუბისა?დაგვირჩა მეფე დავითი,დიდია უფლის სახელი!წყაროსთან პური გატეხეს,თან... მოისინჯეს ნახმლევი...ელღაზის ჯარი აოტეს,„სალამ უბარეს შორითა“:ყველამ წერილი წაიღო,ვინც ჩვენთან მტრობით მოვიდა!დიდია უფლის სახელისასწორ-სამართლის მქონები...ჩრდილში დამსხდარან ვაჟები,ტანთ გაუხდიათ თორები.
1976