↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერ წაიღეს, ვერა!

კალანდაძე ანა

2012-09-121 წთ საკითხავი9515 ნახვა

—
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...ბუბუნებდა კავკასიის მიწა...სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,მზე რომ გადიწვერა...მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?ვერ წაიღეს, ვერა!ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, -უტირია ლამაზ ფერაფერას?პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან...ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:დაგდომია მზე შარავანდედად!მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდასაქართველოს მადლიანი მიწა...
1946
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი