პოეზია · ლირიკა
თქვი, ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,გზაც ნაწვიმარია...მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,და ჭიამარიასვუმზერ ჩემს მუხლებზედაჩოქილს მუხლებით,ყვავილის სადარს...რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,გეძინა სადა?თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?თქვი ჭიამარია!ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,გზაც ნაწვიმარია...დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,და ჭიამარია,ვინ იცის, სად არის?..
1945