↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეჩერდი, მოასწარ!

ლებანიძე მურმან

2015-09-121 წთ საკითხავი10406 ნახვა

—
გვიმრები, ძეწნები, ძეძვები ჩახლართული,გზა უხვევს, ანაზდად შეხედე - საოცრება:პატარა ხეობაში პატარა ნაკადულიპატრა წისქვილისლაჯებში გამოძვრება.
შეჩერდი! აქ ჩვენი ბავშვობის ბუდეა!დგას ჯუჯა წისქვილი, როგორც ჩაფიქრება!არ ვიცი, არ ვიცი, კარგი თუ ცუდია,დრო რომ დადგება და ეგ რომ არ იქნება!
შეხედე საბრალოს, სალპობად ჰყუდია!არ ბრუნავს დოლაბი, სიმინდი არ იფქვება!ვერ გეტყვი, ვერ გეტყვი, კარგი თუ ცუდია, -ჩვენ რომ ვიქნებით დაეგ რომ არ იქნება!
მაგის ძველ დიდებას ჭალას ჩაუვლია,საცაა ჩაიჩოქებს, თავხელში წამოწვება...შეჩერდი, მოასწარ, - დანაშაულიამაგისი ყურებისარმოსწრება!
1977
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი