↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ათი ქალწული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2016-09-121 წთ საკითხავი106472 ნახვა

—
სასუფეველით მსგავსება მათითოცნებამ იცის,ათი ქალწული სანთელით ათითელოდენ სიძეს.
მათგანი ხუთი იყო გონიერ,ხუთი – სულელი;სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერზეთი სურნელი.
და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,ზარით, ებანითხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,მიეგებენით.
აღდგა წამშივე ქალწული ათი -ჰპოვა სანთელი,ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათიიმ წუხანდელი.
წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინაგზად იდგა ქარი,მოვიდა სიძე, განაღო ბინადა დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანიმშვენიერ ქალთა,დააგვიანდათ. ისინი დგანანდახურულ კართან.
მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთიმწუხარე ლანდათ.გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,დააგვიანდათ.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი