↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ათასის მხედველობა, ათასის იერი!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-133 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
იყო ომი. რაც სისხლი აქ დაღვრილამეფის, ჯვარის, კაპიტალის წყალობით -ახლა ამ ძვლებს, მიწაში რომ ჩაყრილა,რას უშვრებით? როგორ დაემალებით?რამდენის გზას დასიცხულს და ნაგვალევს,არ იგონებს არავისი მისსია:კარპატებიც არ ინახავს ნაკვალევს,ქუჩის მტვრისთვის სისხლიც უვარგისია.არვის ახსოვს არც სახელი, არც გვარი,დრო ივიწყებს, არა უდარდელობა,მაგრამ მაინც ძლიერია ამგვარიუსახელო მიცვალების ხელობა.ამ ხელობას ხელობა არ ედრება.ამ უცნობი კაცის ჩონჩხი ბრძენია!უწვდომია გონების ამკვეთრება,უსაზღვროა მისი ცოდნის გენია.ათასის აქვს მხედველობა, იერი.ათასის - მზე, სმენა - ასი-ათასის.ბნელ ღამეში იგი ამჩნევს ცბიერი -რას სხვა ვერ სჭვრეტს დღისით - უდიადესით.მთას მიარღვევს, ცა და მიწას ედება,საიდუმლოს კლასებისას ის ეძებს,იყოს ფერფლი, იყოს თავგამეტება,საგნებს ეძებს და მიზეზთა მიზეზებს,მოიგონებს სულშეხუთულ ზაფხულებს,და ღამეებს მძიმეს მეომართათვის.როცა მძინართ ველად მოინახულებსგახურება მომწიფებულ მკათათვის.ის მისცურავს, არ-საჭირო, არვისი,ის ყურს უგდებს ხმათა აღორძინებას,და ხანებში ქარვაზე უქარვესიმისდევს გაზის ფოსფორიულ დინებას.ბრძოლის ველზე ენერგიის ამ მარაგსროს სიკვდილის ეუფლება ბურუსი,არსებითი მნიშვნელობა არა აქვსქართველია, ოსმალელი თუ რუსი.ის იგონებს, საიმედო ვინა ჰყავს,მებრძოლთ რიგი ისევ ისე ჩნდებიან.ბრძოლის ველზე აგროვებს და ინახავსიმ ჭრილობებს, რომ არ მოშუშდებიან...და კვლავ ისევ მოგონებად ეშვებამოტეხილი წლები აბინდბუნდების,კივილის გზა, გრიგალების შეჩვევა,მექანიკა დაფლეთილი კუნთების.გაიღვიძეთ!.. ჰკივის სისხლი უცნობი,გაიღვიძეთ!.. ხმას იძლევა ხეობა,სასაკლაო! ვინ იყო ის უგრძნობი,რომ ამ ადგილს დაადგინა მკვლელობა?ფიქრი ღმერთზე შარშანდელი თოვლია.ჩონჩხი ღმერთსაც არ იწამებს მამაოდ.გმირს ამაოდ ქვეყნად არ უცხოვრიაარც მომკვდარა უბრალოდ და ამაოდ,თუმცა ხმალი ერთხელ მას მოერიადა სიკვდილი ჩამოეშვა ღრუბლებად,თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია!ის იტოვებს გარდაუვალ უფლებას.ის გაჰყვება კვლავ სისხლიან მდინარეს,წითელ კორდებს, მოგუგუნე ხეობას.გაიღვიძეთ! უიმედო ვინ არის?ვინ ქადაგებს შიშს და ერთსახეობას?ვინ დაეძებს ბნელ სოროებს და ღრუებს?გაიღვიძეთ, ვინც სიზმარში გაერთო.უკანასკნელს სხვა ომს გადააყრუებსაჯანყება! აჯანყება! საერთო!..ძლიერია უცნობ ჩონჩხის ხელობა!მწარე ომის ძლიერია იარა.ის მეტს ამბობს, ვინემ მჭერმეტყველობა,ვინემ სისხლი, აქ რომ გადაიარა!ბრძოლის ველზე ენერგიის ამ მარაგს,როს სიკვდილის დგება დრო საშინელი,არსებითი მნიშვნელობა არა აქვს,ქართველია, სპარსელი თუ ჩინელი.ინვალიდიც ომში ბევრჯერ ერია,ბევრი ჯარი გაჰქრა ღამის ღრუბლებად,თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია -რევოლუციონურს ის იტოვებს უფლებას.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი