↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აზრი და სილამაზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ბავშვი ვმღერდი: „ჭალაზედაამიფრინდა თვალწინ მწყერი.სახრე ვსტყორცნე, გავაგორე,წავაწყვიტე თავ-კისერი“.
მაგრამ შენი კალიგულასულ სხვანაირ ჰანგით მღერის:„მთელ მსოფლიოს, ნეტავ წავჭრა,ერთი ჰქონდეს თავ-კისერი“...
ჭალაზედა არ მივდივარდა ფიქრები ღელავს ბასრი -მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოსნეტავ ერთი ჰქონდეს აზრი!
შენც შემომხვდი, მშვენიერო,და ფიქრებიც გაჰქრა ძველი,მზეს დაბნედდა სილამაზედა მაღალი შენი ყელი.
მე ვფიქრობდი, მშვენიერო,როს გკოცნიდი, როგორც ხელი,მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს,ნეტავ ერთი ჰქონდეს ყელი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი