პოეზია · ლირიკა
ხორუმი
სად არ ვიყავ,სად არ ვიყავ,ამ მხარეში, იმ მხარეში,ყველგან გზა-კვალს მინათებდაჩემი დიდი დედნის ეშხი.
ბუქნა-ბუქნით მოვიარერავალ ქვეყნის უცხო სცენა,ჴკიაფობდა სულში მთვარედჩემი ტკბილი დედაენა.
როგორ მინდა თავის მკერდზემივეხუტო ცხმორისს ნაზად,დავიბადე მის ქედებზე,მან შვილივით გამომზარდა.
ჩემს ორეულს ყველგან ვხედავ,მაყურებელს რა რიგ იპყრობს,ხალისისგან ასაფრენადმერცხალივით მზად ვარ თითქოს.
ავიტაცე ქალწულებიც,იმათ მკერდზე ლაღად ვცურავ ,ყაბალახში და წუღებშიწრეს უვლიან ვაჟკაცურად.
ომახიან ჭიბნის ხმაზემაყურებლის სული ტკბება,მოგვაგონებს ქორწილის დღესმაყრიონის მობრძანებას.
ბუქნა-ბუქნით მოვიარემრავალ ქვეყნის უცხო სცენამინათებდა გზა-კვალს მთვარედჩემი ტკბილი დედაენა.