↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭირისუფლის სიმღერა

სადღობელაშვილი ნინო

2017-10-122 წთ საკითხავი1849 ნახვა

—
მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდარი.ჩვენ ვცოცხლობთ მღვრიე წუთისოფელს.ჩვენ ვცოცხლობთ დილით მზის ამოსვლას,ბალახის ნამს დაპურის ყანებს ზღვების გზაჯვარედინზე.ჩვენ ვცოცხლობთ იმას,რომ ერთხელაც აღარ ვიქნებითდა ყოველივეარყოფნამდე განწირულია.მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდარი,შენ ნუ შეუშლი.არც შენგან მიყრილი მიწა უნდათ,არც შენგან დიდხანს დატირება,თვითონ იციან ეგ წესები,სხვა რა საქმე აქვთ _არიან და მიმსვლელს იღებენ.ახალმისულის დანახვაზე აიშლებიან,ერთად შეეყუდებიან ქაფიან მკლავებში,ერთად წააფრიალებენ მარჯვნივ დაპირდაპირ,სულ ერთად არიან დაამ ერთადყოფნითაც აღგვემატებიან,სამყარო თავქვეც რომ დაკიდო,წვეთი სული არ დასდინდებათ,ამიტომ, აცადე,თვითონ დამარხონ თავის მკვდარი,შენ მე მიცოცხლე.სანამ მაცვია დაბადებადა ჩემთან ყოველ შეხებაზეცისკენ იწევენ მოელვარე ატმის რტოები,სანამ სიკვდილი შეგვიძლიადა უარყოფილ სატრფოსავითსიკვდილს არ ვკვდებით,სანამ სიშორესმკლავებით ვზომავთ დაგულის მუხლი გვედრიკებადაღლილობისგან...სანამ უხილავს ჯიუტად ვუმზერთსხეულების ჭუჭრუტანიდანდა ვხედავთ იმას,რომ ვიღაც მიმოდისნამიან გზებზედა ჩვენივე თავისგან გვმიჯნავს,სანამ მარტოობასიფნის ტოტივით პირწმინდად გავთლით,რომ მერე ქარმა მიადოს ტუჩი,რომ ქარმა რამე სიმღერა მოთქვას,რომ ამ სიმღერამჩვენი სიცოცხლეიქამდე სრულყოს,იქამდე სრულყოს _ვიდრე არ მიცხოვრებ ჩემივე მკვდრებამდედა აცდი მათ, _კანგაცლილებმა,უსაზღვროებმა,ერთადყოფნის დიდი კანონით,შენი მკვდრები თვითონ დამარხონ.

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი