↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი უნცრუანთ გიგიას

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6052 ნახვა

—
ჩვენ ამქვეყნად რაც მოვედით,იმის შემდეგ გიგია,ბევრმა წყალმა ჩაიარაწისქვილჭალას გიგია!ბევრი მოკვდა, ბევრი გაჩნდა,ჩვენს თემწყლაზე გიგია,ბევრმა ქარმა გადუქროლაგველეთის გორს გიგია!ბევრმა მგზავრმა ჩაიარათავჩაღმიკე, გიგია,ერთსაც კი არ აუვლიათავაღმიკე, გიგია!ბევრი ყორე დაიშალაჩვენს გვველეთში გიგია,ერთიც არ აშენებულა,ჩვენ რაც გავჩნდით გიგია!დრომ ვინც საით გადააგდო,იქ დამკვიდრდა გიგია,მე ქალაქმა შემიფარა,შენ მთას შერჩი გიგია!მამა-პაპის კერიაზეცეცხლა არა აქრობ გიგია...მაგრამ სხვა რა ამბავიაჩვენს სოფელში გიგია?რამდენიღა კერა ღვივისჩვენს სოფელში გიგია?უსუარა ჩხავის თუ არჩვენს სოფელში გიგია?მთიბელ მამკალს ვინმე თუ ყრისჩვენს სოფელში გიგია?მზისპირი თუ გორისყანაიხვნისაღა გიგია?აპარაეკათ მთაში კიდევვინმე თუ თიბნს გიგია?სახარავნეს ხარავანიკიდევ თუ დგას გიგია?სტუმარი თუ მიდი -მოდისჩვენს სოფელში გიგია?ვინმე ხომ არ გადავიდასახელ-სირცხვილს გიგია?სული ხომ არ გაუხოშადრომ ზოგიერთ გიგია?დრომ მამ-პაპაის ნაჭირგალიხომ არ ხელჰყო,გიგია?ჩვენი ყრმობისდროინდელიდარჩა რამე გიგია?შენ მთას შერჩი,მამა-პაპისფუძეს შერჩი გიგია!ჩემს მაგიერ, შენს მაგიერუნდა იდგეს გიგია!ჩემო კარგო ბიძაშვილოჩემო კარგო გიგია!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი