პოეზია · ლირიკა
შენ დაესწრები
შენ დაესწრები ჩემს პანაშვიდებს,ხმით დატირების გიწევს მოსმენა,მაგრამ ვით მოხვალ თქვი რომ დავმშვიდდე,ჭირისუფლად თუ ისე მომსვლელად?
ტირილით მოხვალ თუ მოფერებით,ჩვეულებრივ თუ სალოცავ ქალად?მომაყრი მიწას შენი ხელებითერთი დღით მაინც ჩამოშლი დალალთ?
მოიტან ჩემთან ბოლო ყვავილებს,ბოლო სადგურზე გამომაცილებგულში ერთხელ თუ მაინც გაივლებრომ ამ მკვლელობის ხარ მონაწილე?
მჯეროდეს ასე კეთილი რომ ხარყალბი ნიღბით რომ არ იმოსები?...მითხარი ქალავ რომელი მოხვალ:ზარის მთქმელი თუ ისე მომსვლელი?
ყველაზე ძვირფასს-ცრემლის ერთ კურცხალსგაიმეტებ თუ არ გაიმეტებ?...მითხარი რამე,თუ გინდა სულ სხვაცტუნდაც ტყუილით დამაიმედე.