↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წამოდი მთაში

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6055 ნახვა

—
წამოდი მთაში... ფიქრს რად ასე უწყალოდ მისევ,შენ რომ გგონია იქ არც ისე მკაცრი მთებიაან უიმედო სიყვარულზე მიმღერე ისევვიდრე ეს ბოლო იმედებიც გაცივდებიან.
წამოდი, თორემ შენს ნაკვალევს გულიდან ვერ ვშლილანდივით დამდევ ჯადოქარი მართლა გრძნეული...რაღაც კარგი და მიმზიდველი ბევრია შენში,მაგრამ ხარ ჩემთვის მეტად ცივი და შორეული.
თუმცა ვის გულში უნდა ჰპოვო, ძვირფასო, ბინა,ვინ გიძღვნის, ვინა, სადედოფლო სკამს იებიანს...წამოდი, ვიდრე შენს წილ გულში მზე დგას და თბილა,ვიდრე ეს ბოლო იმედებიც გამციებია!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი