↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტაბუ

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26990 ნახვა

—
მომენატრა მიწა მეტი,მზე მეტი დაცა მეტი,მეტი ეშხი,მეტი ცეცხლი,მეტი ტემპერამენტი.ავწრიალდი,ავხმიანდი,ავდექი და წავედიდა ვიხილე მიწა მეტი,მზე მეტი დაცა მეტი.იღვიძებდა დედამიწა -შემოსილი მწვანეთი,იღვიძებდა მიწა მეტი,მზე მეტი დაცა მეტი.ეწყო მაღალ ამწეებთანაგური და ცემენტი,ხმაურობდა მიწა მეტი,მზე მეტი დაცა მეტი.გადავთვალე სართულები -სიყვარულით ნაგები:არც თორმეტზე მეტი იყო,არც თორმეტზე ნაკლები.სასახლეებს აშენებდნენძველი ამხანაგები:არც თორმეტზე მეტნი იყვნენ,არც თორმეტზე ნაკლები.შრიალებდნენ ეზოებშიჭადრები და კაკლები:თორმეტ ხეზე მეტი იყო,თორმეტ ხეზე ნაკლები.მზემ ჩრდილები დაურიგა ხეებს,ღამენათევარს:ოცდაექვსის ნახევარი -ოცდაექვსის ნახევარს,ცას ავხედე:იცინოდა ზეცა, უწალკოტესი,არსად ჩანდა ქარაშოტი -ურჩი და უმეცარი,ისვენებდატელეგრაფის მავთულების ნოტებზეორჯერ ხუთი მერცხალი დაკიდევ სამი მერცხალი.1974
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი