↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წუთისოფლის ნახევარი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26991 ნახვა

—
წუთისოფლის ნახევარი კითხვის ნიშნებს დავახარჯე:ალაგ-ალაგ ვახტანგი ვარ, ალაგ-ალაგ - ჯავახაძე.მაფხიზლებდა, მაღვიძებდა პაპა პირღიმილიანი:- სულ ვართ ორი მილიონი!სულ ვართ ორი მილიონი!უღიმილო პაპის პაპამ ანდერძივით მომადევნა:- დროზე შაში თუ არ მოვა,რა ქნას კარგმა მონარდემა?!- შაში უნდა მოიყვანოს! - იქით შევეკამათები,ბულბულების ყეფა მიყვარს,მღერა მიყვარს კამათლების.პირი თუ არ მოვარიდე სახიფათო სამართებელს,ქიშს არ გამომიცხადებენ, ისე დამაშამათებენ.1993
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი