პოეზია · ლირიკა
სახლს აშენებს პოეტი
სახლს აშენებს პოეტი,ცას შეჰყურებს პოეტი,ელოდება დარებს და საიმედო ამინდებს,და ჰგონია, შეღობაბსწელსვე ღობე-ღორეთი,წელსვე გადახურავს დაწელსვე მოაკრამიტებს.სახლს აშენებს პოეტი,გზას ამოკლებს რიყემდე,ზან აგური აკლდება,ხან ქვიშაა ზედმეტი...ეგ რა შენი საქმეა,შენს მაგიდას მიხედე,არც აგური სჭირდება,არც ქვიშა და ცემენტი.ფრთხილად!ხარაჩოებზებევრი გადაიჩეხა,ფეხაკრეფით იარე,ვიდრე კარგად დაცხრები,შენ არც ეიფელი ხარ,შენ არც არსაკიძე ხარ,ღრუბლის პედესტალებზედგანან შენი ტაძრები...ეღიმება პოეტს დათავის საქმეს აკეთებს,მე კი ისევ ვაფრთხილებ:ცეცხლს ნუ ეთამაშები!შენ ქაღალდებს მიხედე,შენს დაბზარულ ფრაგმენტებს, -არც ამინდი სჭირდება,არც ფული და მუშები...ის კი უკვე ათეთრებსეფემერულ ოთახებს,სხლავს და წამლავს აბსტრაქტულვენახს ტალავერიანს...არქიტექტორს ურეკავსდა თბილისში უთანხმებსინვერსიულ აივნისმეთერთმეტე ვარიანტს.მაგრამ წვიმს და ჭალაშიკვნესის ბიჭო-გოგია,მოდერნისტულ ალიზშიჩამალულან ველები,ტიკტიკებს და ტიკტიკებსწვიმის ტავტოლოგიადა ეზოში ქვა-ღორღიყრია, როგორც ვერლიბრი.მალე წვიმა შეწყდება,ზეცა გადაიხსნებადა მზე დაემსგავსებაგამარჯვებულ დეტექტივს,მზეზე გმომჟღავნდებაბუხრის არქაიზმები,სხვენის ალეგორიადა ქვევრების ქვეტექსტი...იღმება პოეტი,პროზაულად აცვია,უღიმიან ფანჯრები,როგორც საგუშაგონი,აყურადებს,არ მოსწონსხერხის ინტონაცია,შალაშინი რეფრენიდა ნაჯახის ჟარგონი.კიბის თოთხმეტმარცვლოვანსტრიქონებზე გამოდის,ღბის მაღალ ცენზურასორაზროვნად გაჰყურებსდა სურსფამილარულიტონით გაეკამათოსგასარითმავ ჩარჩოებსდა გარითმულ აგურებს.ძმაკაცივით ამხნევებსზეცა გადაწმენდილი,ჯვარედინი კაკლებიტყიდან შემოირიგა,უზიარებს თავხეზელურსმნის მრავლაწერტილიარეკლილი სხივებისლირიზმსა და ლირიკას.გულდახლილად სუბრობს,არ აწუხებს ეზოპეს,შეიჩვია ნერგებიცმეტისმეტი ფერებით,დისონანსი შემოაქვსეპიკურელ მეზობელს,მოაქვს ხაჭაპურებისცხელი მეტაფორები.მოძღვარს ხუროთმოძღვარიდედასა და ქალიშვილს,ჭკუაშიაც უჯდებარჩევა თითო-ოროლა,ანაწილებს, არ ჰყოფნის,ზუსტად ვერ ანგარიშობსმოკითხვამდე გაგზავნილუკანასკნელ ჰონორარს.იწურება აგვისტოუხავერდოვანესიქაფჩისა და ჩაქუჩისნაცნობ მელოდიაში,კუკლასავით ჩამჯდარათეთრი სახლი მწვანეში(უყვარს ეს შედარებაბატონ სერგო კლდიაშვილს)...ჯერ სადა ხარ?! კაცურადჯერ არ დაგიჯვნესია,მაგრამ მალე ზამთარიცმოგადგება კარებზე,ჯერ ეს თეთრი სასახლემხოლოდ თეთრი ლექსია,მოდექი და გაისადგალესე და გალექსე.ერთი გაირაკლებაგინდა საგაისოდაც,ღირს ამ მთებში ოცნება,მიწა ღირს და ზეცა ღირს,ფული რომანტიკულიყვავილია, იცოდე,როგორც ჩვენი ბებერიფალავანი ეძახის.მე ჯერ შევისვენებდი,კარგად გავაბოლებდი,მოვუსმენდი: წყაროზეკოკა როგორ ივსება...კარგად ამბობს პოეტი,თანაც ქალი პოეტი:„ვინც სახლს არ ააშენებს,მიწას ვერ ეღირსება!..“შეისვენე, შეისვიმხრებზე ლექსის ჭნკა დაგამხნევებად ჩათვალეთანხმოვანთა დასტური,დააყენე დარაჯადსიმბოლისტურ ჭიშკართანრომანტიკულ ღამეში -მთვარე რეალისტური...P.S.გამიგრძელდა სიტყვა დასაუბარი გულლღია,საყვედურებს მოველიცნობილ მედაფდაფეთა,თუმცა ვახტანგ ჭელიძესწარბიც არ შეუხრია,ჩაიკითხა ჩუმად და,როგორც ხედავ, ადბეჭდა.1977