↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოსანა, სტეფანწმინდას!

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2271 ნახვა

—
ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დაღლილი სხეული,ოსანა, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას!თითქოს ბარს შევატოვე გეენა ცეცხლოვანი,ოსანა, მაღალთა შინა, ოსანა წამებასუფლისათვის, - გალობდა ზეცით სტეფანწმინდა.ივნისის ჩაჟამებულ თოვლივით შელახულისული მომაქვს, უფალო, და შვება მე რად მინდა.ციცაბო, ქვა-ღორღიან, ხვატიან სავალზეწვალება შემარგე - ავსება მე თასიდან,რომელიც ჩემამდეც ათასგზის დაღვრილა.
და მათგან "ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს,ის დაკარგავს მას", - თქმულა და წერია.და მაგთან "ვინც უფლისთვის დაკარგავს სულს,ის მოიპოვებს მას", - თქმულა და წერია.
ცოდვების მთელი ძნა გერგეთზე ავიტანე,ვდგავარ და მაგონებს ის თვით გეთსიმანიას,სამება - დაჩოქილ, მლოცველ მაცხოვარს.მისთვის დავკარგო სული მე კი ძალიანმინდა, თუმც არ ძალმიძს. ვხედავ, რომ აქვეა,და მაინც ვერ ვხედავ... "ელოი, ელოი,ლამა საბაქთანი?"... და ასე ვეძახი.
ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დღეს ჩემი ჯვარი,ოსანა, სტეფანწმინდას, არს ზეცით ვენახი

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი