↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა ნავი (ხელოვანს)

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2269 ნახვა

—
ამბობ, რომ თამაშობ წვიმას,ამბობ, რომ ქვიშის ლექსებს წერ...და მიაქვს ისინი ზღვას...მე კი მივდივარ ზღვასთან,ვაგროვებ კენჭებს – შენს ფერს,და მინდა ზღვამ თვითონვე თქვას,რომ მეტამორფულია შენი სიტყვები,რომელსაც პარავს თავის ნაპირებს...მეტამორფიზმი ხარ მისი ტალღებისმუსიკის. უჩუმრად დამხობას აპირებყველა ხმაურის,რაც კი დეკემბრის ზღვას აქამდეხმაური ეგონა.ყველა კლავიშის,რომელზეც ეგონა უკრავდა.ყველა გზის,რომელსაც დაადგა,როგორც მუსლიმი დარვიში.მეტამორფიზმი ხარ დეკემბრის ზღვის,და მიჰყვები მას პატარა ნავივით,შენთვის და ჩუმად,და იცი, რომ უფრო ნელა მიხვალმეორე ნაპირთან...და ფიქრობ, თუნდაც...ამბობ, რომ თამაშობ წვიმას...მე გეტყვი...გთამაშობს ზღვადა გთამაშობს დეკემბრის წვიმა...მე ვიცი, გაცურავ პატარა ნავივით,შენთვის და ჩუმად...

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი