↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საათის ისრები

ჯობავა გვანცა

2026-07-182 წთ საკითხავი2275 ნახვა

—
მა, ახლა შენ გძინავს...მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარდა ისევე მინთია მაგიდის ნათურა,როგორც ყოველ ღამე.ვწერ ყოველ ღამე,ხან რას, ხან რას,და შენი სუნთქვასივრცეს ასხლეტილი მზის სხივივითპირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა,წუთში ოცდაათჯერ(გითვლი სუნთქვას ყოველ ღამე),მელანივით ვაწობ შიგ თითებსწუთში ათჯერ მაინცდა ვწერ,ხან რას, ხან რას...ჰო, ახლა შენ გძინავს.ბოლო ხანია ჩემზე ადრე იძინებ.იძინებ, მაგრამ საათში ერთხელჩემი ნათურის შუქს ამოწმებ.საათში ერთხელ გამომძახებ,მომიკითხავ...და როცა შუქს ვაქრობ დავემზადები დასაწოლად,იმ წუთას თვალს ახელ დამეძახი, მეკითხები,ვწვები თუ არა.და იმ წუთას არ მინდა მჯეროდეს,რომ უკვე გავიზარდე.ალბათ არც შენ გინდა.არადა, ბოლო ხანია,მე და შენ ერთად ვმალავთჩემს პირველ ჭაღარებს(მაკრატელს გაწვდი და ჭაღარებსშენვე პოულობ).მე მაინც ჯიუტად კეტებით დავდივარ,ვიცვამ ყველაფერს ბავშვურსდა სასაცილოს(არ ვიცი, შენ ყოველთვის გეცინება,როცა დილით სახლიდან გავდივარ,და მაშინაც, როცა უკან ვბრუნდები).არ მინდა მჯეროდეს, რომ გავიზარდე,ალბათ არც შენ გინდა.ყოველ საღამოს მეკითხები,ამდენ ხანს სად ხარო,მაშინაც კი, როცა იცი, რომ –სამსახურში.ისე მეკითხები, როგორც ადრე.მე აღარ ვდარდობ პასუხზე ძველებურად,უბრალოდ გიღიმი,შენ კი მელოდები - ძველებურად,საათს შესცქერი ყოველ საღამოს.მა, შენ ახლაც ისევე წევხარდა ელოდები ჩემს დაძინებას,როგორც ყოველ ღამე,თვალი გაახილე და გამომძახე,ხომ არ გცივაო, მე მოკლედგიპასუხე, რომ არა და წერა გავაგრძელე,შემეშინდა, სიტყვა არ გამიწყდესმეთქი,შენც გაჩუმდი, იქნებ ცოტა გეწყინა კიდეც(არადა, რა იცი, რომ ახლა სწორედშენზე ვცდილობ რამე დავწერო)...მა, ახლა შენს ნაწყენ სუნთქვაში ჩავაწეცივი თითები... და დავწერე ბოლო სიტყვები:მა, იცი, როგორ ვგავართ ისრებს ციფერბლატზე,შენ – დიდი, მე - პატარა.მიდიხარ, მოგყვები...მიდიხარ, მოგყვები...

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი