↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყუპისცალი

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2272 ნახვა

—
ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს...ვერასდროს ვემთხვევით...მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება,მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის,მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს.მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს,მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია,მე რომ ვწვიმ, ის ამ დროს მზეობს,მე რომ ვქმნი, ის წიხლებით თელავს,მე რომ დღეებს ვხატავ, ის – ღამეებს,მე რომ ლექსებს ვწერ, ის ლექსებს მილანძღავს,მე რომ ვლოცულობ, ის ამთქნარებს,მე რომ მინდა, იმას არ უნდა,მე რომ მცივა, იმას სცხელა,მე რომ მშია, ის ლუკმას არ იდებს,მე რომ მტკივა, ის საწოლში ნებივრობს,მე რომ ვკვდები, ის იბადება,მე რომ მიყვარს, იმას ეცინება,იმას არ უყვარს...ან ყველაფერი პირიქით...ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით,მივდივართ სულ იქით,სადაც მზენაკლული ვერხვებისხვადასხვა ფორმის ფოთლებსყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთფოთლებს და ჩვენი ფოთლებიცარასდროს ემთხვევა და მდორეწყალივით ვტკეპნით კალაპოტს.ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე,ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!"რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხანმინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა.ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე.გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა.

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი