პოეზია · ლირიკა
*** "როცა ჩაცხრება ყველა იარა"
როცა ჩაცხრება ყველა იარადა მოერევა თვალს ძილი მწარედ,სადღაც ტრამვაი გაიჭრიალებსდა ჩაახველებს ვიღაცა გარეთ.
გამახსენდება მემაწვნის ვალი,დაფეთებული მოვიჩხრეკ ჯიბეს,ხოლო მეზობლის ლამაზი ქალიწაეკიდება ცეცხლივით კიბეს.
კვლავ საუკუნედ იქცევა წამი,ვიდრე თოკიდან ჩამოხსნის კაბას...გადამავიწყებს წუხანდელ ღამეს,როგორც დალაქის მონაყოლ ამბავს.
მერე ღიმილით ჩამივლის გვერდით,ჟრუანტელს მომგვრის, როგორც ხავერდი,და აყვირდება ქუჩაში წყნეთი -მემაწვნეებით და მხერხავებით.1956წ