↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა ზეთისხილის ბაღში

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4036 ნახვა

—
-სხვა რამ არ მწამდა,სამშობლოზე წმიდათა წმიდა,შემინდე, ღმერთო,მამულიშვილის ყოვლის დათმობა;მნათობი შენისაქართველოს მწამდა მნათობად,თოვდა თუ წვიმდა -მამულისთვის თოვდა და წვიმდა.ო, პალესტინავ,პალესტინავ!ყოვლის მომცველის,ყოვლის მფლობელისმწამდა შენისსიტყვის, ცხოვლისა,მაგრამ უადრეს,უწინარეს,უმალ ყოვლისა,მე სამშობლოსთვის,სამშობლოსთვისვიყავ მლოცველი.ნექტრით ის მწვავდა,მწარე მისგან გამმწარებია,მის ცის ქვეშყმობაცჩემთვის იყო ალამდარობა;მე უკვდავებამამულს გარეთ არ მწამებია,არ მიძებნიამამულს გარეთ მამამთავრობა.თუ ღირსი ვარ მისი,მისთა სერთა,მისთა ტყე-ველთა,მისი სიმაღლის,მისი სიღრმის,მისი გავრცობის -გულიც და სუნთქვაც,ყველა ნიჭიჩემის კაცობისმე წმინდად დავდესაქართველოსსაკურთხეველთან.იქ მივეც მამულს,შემოქმედო,შენის განგებით,რაც მოვიხვეჭე,რაც დავკარგე,რაც განვიცადე;იქ ჩაიბარესაქართველოს მართალ მიწაზეის ჩემი სუნთქვაც,ჩემი ცრემლიც,ჩემი ჰანგებიც.შემინდე შენ შვილს,თუ ცოდვილი ვარ შენს წინაშე.მაგრამ ვარ ცოცხალიმავ სუთქვით,იმავ ნაღვალით,კვლავ მიწა ჩემიშეგავედროცრემლით მდაგველით,ამად აღვიძარ,ამად მოველ პალესტინაშიც.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი