პოეზია · ლირიკა
ცა აფხაზური
მწყუროდეს მუდამ,როგორც მწყურიამთების, ქედების ბროლი ნაჟური:ქცეული სიზმრად -დიოსკურია,ქცეული სიზმრად -ცა აფხაზური.
მწყუროდეს მუდამ, როგორც მესხეთი,მწყუროდეს მუდამ, როგორც ისპირიჩემი ზღვისპირის ბასრი მერცხლები,ჩემი უსაზღვრო შავი ზღვისპირი.
ზღვაზე ცახცახითმზე დაწურულიდა მისი ჩასვლა და აღსასრული. . .
მეც ამ ცახცახით, მეც ამ წყურვილითდამეთმოს ერთხელ ცა აფხაზური.