↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** მე ვკითხულობდი

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25524 ნახვა

—
მე ვკითხულობდი. მომწყინდა ფიქრიდა ვკითხულობდი. ხმამაღლა წვიმდა.სარკმელში ქარი არხევდა ხეებსდამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.
სარკმელში ქარი არხევდა სახლებსდამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.სადღაც კიოდნენ მატარებლები,გახვეულები ორთქლში და ბოლში.
და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე,ვიღაც ძალიან ძვირფასი ჩემთვისდა არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვაან დამეყვირა მისი სახელი.
მე არ ვიცოდი მისი სახელი,მისი თვალების და თმების ფერიდა მხოლოდ ვგრძნობდი, რომ წვეთებივითჰგავდნენ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები.
ის იდგა სადღაც, სველი და მძიმე,გაბეზრებული წვიმით და ქარით,და გუბეებში ირეკლებოდნენუზარმაზარი მატარებლები.
სარკმელში ქარი არხევდა ხიდებს,დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.მე ვკითხულობდი. აღარ შემეძლომეფიქრა რამე და ვკითხულობდი.1959წ.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი