↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ახლაც უეცრად მოვარდა ქარი"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24059 ნახვა

—
ახლაც უეცრად მოვარდა ქარი,პირველყოფილი ძალით და ვნებით,და აღარ მესმის, რა ხდება გარეთ,ვერ ვხედავ, როგორ ცხოვრობენ სხვები.
ვერ ვხედავ, ანდა აღარ ჩანს კაცი,რომელსაც ადრე ჩემს ღმერთად ვთვლიდი,რომელიც სულის და ხორცის ნაწილსჯერ ლექსად ამბობს და მერე ყიდის.
და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.მეც ვიცი, ვიდრე ჩადგება ქარი,რაღაცა უნდა გადატყდეს გარეთ.
და თუმცა ქარის მსახვრელი ხელითანდათან გვიცვლის ხმასა და იერს,ჯერ კიდევ ბევრი ხიფათი ელისჩვენს შორის უფრო თამამს და ძლიერს.
ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ქარი?!ანდა რა უნდა გადატყდეს გარეთ?!და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.1960წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი