↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რა უნდა მოხდეს"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24060 ნახვა

—
რა უნდა მოხდეს რა უნდა იყოს,რომ დღევანდელი კაცის თვალებიგაოცდეს მართლა და არა თითქოს,ვინმეს ბრძანებით ან დავალებით.
და მაინც მტკივა სულიც და ხორციცშენი სულის და ხორცის ნაწილი,კვლავ გამოფიტულ ჩუქურთმებს ვკოცნი,კვლავ ფერდს მიძიძგნის მკვდარი არწივი.
მძიძგნის არწივი ეჭვის და შიშისგამოძიძგნილი მეწვის ფერდებიდა იმ არწივის საზარელ ჩრდილშივპატარავდები და ვძლიერდები.
და გარეგნულად კვლავ უშფოთველი,შენს ცრემლს ვიგროვებ დახეთქილ პეშვშიდა ვფეთქავ, როგორც ერთი ფოთოლი,ან ერთი ტოტი შენს მეჩხერ ტყეში.
და ვფეთქავ მაინც, მათოვს თუ მაწვიმს,თუ გაზაფხულის მზითა ვარ მთვრალიდა მორღვეული გალავნის გასწვრივმრჩება დამფრთხალი ნადირის კვალი.1963წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი