↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზეო თიბათვისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96979 ნახვა

—
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდნე.სული მოუვლინე ისევ შენმიერი,დილა გაუთენე ისევ ციურიდან,სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი